სალომე ჭაჭუა: თუ ზედმეტი ცხიმი და ცელულიტი არ გექნება, ეს უკვე ბევრს ნიშნავს

  • თბილისელები
  • 22 სექტემბერი 14:27, 2020 წელი

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საკუთარ თავს შრომისმოყვარე პიროვნებად თვლის და  ამბობს, რომ ყოველი მარცხისა და წარუმატებლობის შემდეგ ბრძოლას განსაკუთრებული ძალისხმევით აგრძელებს. 

 აღნიშნავს, რომ ვიზუალს დიდ ყურადღებას აქცევს. მოცეკვავის თქმით, მის შემთხვევაში გარეგნობაზე განსაკუთრებულ გავლენას საკვები ახდენს.


გთავაზობთ ამონარიდს, ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:


– მაყურებელში ძალიან შრომისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ...


ყველაზე მეტად, ჩემს თავში შრომისმოყვარეობა მომწონს. სალომე ჭაჭუა ბევრი შრომის დამსახურებით არსებობს. მეგობრები მეუბნებიან, ცოტა გიჟი ხარო, მაგრამ მათთვისაც და ბევრი სხვისთვისაც შრომისმოყვარეობის კარგი მაგალითი ვარ. ჯანსაღ ცხოვრებასთან ვასოცირდები და სულ ვცდილობ, სხვებიც ამ გზით წავიყვანო. ჩემი მაგალითით ჩანს, როგორ შეიძლება, განავითაროს ადამიანმა საკუთარი თავი შრომის შედეგად. ყოველთვის ვცდილობ, წარსულის რთულ პერიოდებზე არ ჩავიციკლო. წარსულით არ ვცხოვრობ. მაგრამ როდესაც მწვერვალამდე ადიხარ და გინდა, რაღაცას მიაღწიო, მაგრამ უცებ ყველაფერი გეშლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარაფერი გამოგივა. მე თავიდან ვიწყებ საფეხურების გავლას.


– შენი ცხოვრების სტილი თავისთავად აისახება გარეგნობაზე და მონაცემებიც ხელს გიწყობს, მაგრამ როგორც გოგონების უმეტესობა, ალბათ, განსაკუთრებულად ზრუნავ თავის მოვლაზე.


– ნამდვილად, ბუნებრივი მონაცემები უნდა შეინარჩუნო და განავითარო. სხვათა შორის, ვიზუალს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ქალმა და მამაკაცმაც, უნდა იზრუნონ ამაზე. მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს ვიზუალს. განსაკუთრებული პროცედურები არ მაქვს, ყველაფერი მაინც კვებას უკავშირდება. თუ ზედმეტი ცხიმი და ცელულიტი არ გექნება, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ვცდილობ, კანიც კარგად დავიტენიანო.


 


 

წყარო: თბილისელები