15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 მაისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
არახელსაყრელი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა აგრესიულობამ, ლიდერობის სურვილმა და ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გამოიწვიოს. მხოლოდ უახლოესი ადამიანი გაგიგებთ.


კურო
მძიმე დღე გელით. პარტნიორული ურთიერთობები იზრდება, რაც თქვენს ცხოვრებაში ახალი ნაცნობების გამოჩენაზე მიანიშნებს. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, უსარგებლო კამათში ჩაგითრიონ, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მოახდინოთ კონცენტრაცია და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. გამორიცხული არაა არაკეთილმოსურნეთა ნეგატიური ქმედებები.


ტყუპები
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია კომერციულ საქმიანობაში ჩართული ტყუპებისთვის. ისინი წინა კვირის გეგმისა და ჩანაფიქრის განხორციელებას მოახერხებენ. მოსალოდნელია ახალი, გავლენიანი მფარველების გამოჩენა, ნათესავებისა და მეგობრების დახმარება. ფრთხილად იყავით, საკუთარი გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა, უსარგებლო კამათში იქნათ ჩათრეული, რაც მიზნის მიღწევაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.


კირჩხიბი
სამსახურში შექმნილმა პრობლემებმა შესაძლოა, ხასიათი გაგიფუჭოთ, თუმცა ჯავრს შინაურებზე ნუ იყრით. ეცადეთ, ყველაზე მნიშვნელოვანზე იფიქროთ და უსიამოვნებებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, უფროსობის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდეს, თუმცა ეს თქვენს რეპუტაციას არ დააზიანებს.


ლომი
არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ქმედებები კარგად გაიაზროთ. განსაკუთრებით, პროფესიული საქმიანობის სფეროში. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, ნუ იაქტიურებთ და ინიციატივებისგან თავი შეიკავეთ. მშვიდად მიჰყევით დინებას და ნუ გაირთულებთ თანამშრომლებთან ურთიერთობას. მატერიალური მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუარესდება. შესაძლოა, მოვლენების არახელსაყრელმა განვითარებამ ფინანსურად დაგაზარალოთ.


ქალწული
არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს ყველა თქვენი წინააღმდეგი იქნება და მხოლოდ უახლოესი ადამიანები შეძლებენ თქვენს გაგებას, თუმცა ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც გეჩვენებათ. თუ საშუალება მოგეცათ, განმარტოვდით. ეს დაგეხმარებათ, დამშვიდდეთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.


სასწორი
ამ დღეს თქვენი მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ესმით, თუმცა ბედნიერებისთვის ესეც საკმარისია. მშვიდად და აუღელვებლად შეაფასეთ განვლილი კვირა და ეცადეთ, თქვენი ცხოვრება ზედმეტი ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.


მორიელი
დღის პირველ ნახევარში ეჭვები და იმედგაცრუება გელით. ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალოთ და ნუ ენდობით „კეთილისმსურველთა“ რჩევებს. თავი შეიკავეთ გაუმართლებელი რისკისგან. საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს. შესაძლოა, ამან დროებით დაგავიწყოთ უსიამოვნებები და კარგი განწყობა დაგიბრუნოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება მტკიცე მეგობრობაში გადაიზარდოს.


მშვილდოსანი
ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში - პრობლემები, ხოლო პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით. არაკეთილმოსურნეთა მხრიდან მოსალოდნელია ჭორები და ცილისწამება. გამორიცხული არაა უფროსის მხრიდან კრიტიკული შენიშვნები. ეცადეთ, მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ, რომ უსარგებლო კამათში არ ჩაერთოთ.


თხის რქა
ამ დღეს გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგაა, მაგრამ ყველაფრისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. თუ საშუალება მოგეცათ, აუცილებლად განმარტოვდით, მოდუნდით და მშვიდად გაიაზრეთ მოქმედების სტრატეგია.


მერწყული
ამ დღეს ბედის უეცარ შემობრუნებას უნდა ელოდოთ. რადიკალური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ქორწინებას ან განქორწინებას უკავშირდება. მოსალოდნელია გავლენიანი ადამიანების მფარველობა, რომლებიც თქვენს საქმეებს წინ წასწევენ.


თევზები
გარდასახვის დღეა. შესაძლოა, საკუთარი ქცევები და გარეგნობა რადიკალურად შეცვალოთ. ამ დღეს ძალიან გიჭირთ ერთი საქმის დიდხანს კეთება. მზად იყავით ახალი ნაცნობების მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამოვლენისთვის. 

საკნატუნო ამბები

მარტოობა განაჩენი არ არის - ვარსკვლავები, რომლებიც დიდი ხანია, აღარავის ხვდებიან

ამ ქალბატონებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ, მაგრამ მათი გულები მაინც თავისუფალია. ამის მიზეზი კი ვისთვის კარიერაა და ვისთვის - უიღბლო ურთიერთობით გამოწვეული გულგატეხილობა.
დღის ჰოროსკოპი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რა „სისუსტეები“ აქვს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის თქვენი სუსტი მხარე და რაზე ხართ ყველაზე მეტად დამოკიდებული, ამას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაარკვევთ...
დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კარტოფილი ბადრიჯნით - არასტანდარტული და გემრიელი

შემწვარი კარტოფილისა და ბადრიჯნის ეს ვარიაცია გემოთი საოცრად ჰგავს სოკოს.
დღის ჰოროსკოპი

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

12 როლი, რომლებიც ვარსკვლავებს ბედნიერებადაც ექცათ და წყევლადაც

ზოგიერთი მსახიობი ერთი რომელიმე როლის მძევალი ხდება და მაყურებლისთვის მუდმივად ამ გმირთან ასოცირდება. თავიანთი პროფესიონალიზმის წყალობით ისინი სხვა პერსონაჟებსაც ვირტოუზულად ძერწავენ, მაგრამ ჩვენთვის რენე ზელვეგერი მაინც ბრიჯიტ ჯონსია, კოლინ ფერტი კი - მისტერ დარსი.
საკნატუნო ამბები

ინტიმური ფოტოდღიური (+18)

ჩრდილებისა და სხივების ურთიერთობა სხეულზე - გამოცდილი ფოტოგრაფის გასაოცარი ექსპერიმენტი, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა საკუთარი ფანტაზიები.  
დღის ჰოროსკოპი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

კინოს მაგია: 16 დაუჯერებელი კადრი გადასაღები მოედნიდან

თანამედროვე სპეცეფექტებით განებივრებულებს საერთოდ აღარ გვახსოვს, როგორ ართმევდნენ თავს ამ რთულ ამოცანას კინოდეკორატორები და რეჟისორები წარსულში, თანამედროვე პროგრამების გარეშე. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილი მაგიაა.
დღის ჰოროსკოპი

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად საინფორმაციო კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და  „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.