არაჟნის ტორტი - საუკეთესო დესერტი ბავშვებისთვის

  • sovkusom.ru
  • 14 ივლისი 12:00, 2019 წელი

და არამხოლოდ მათთვის... თანაც არც გამოცხობა სჭირდება...

ინგრედიენტები:


კრეკერი - 300 გრ
არაჟანი - 400 მლ
შედედებული რძე - 330 მლ
არაქისი - 100 გრ
ნიგოზი - 70 გრ
ქიშმიში - 100 გრ
გარგარის ჩირი - 100 გრ
ქლიავის ჩირი - 100 გრ


მომზადების წესი:


1. აურიეთ არაჟანში შედედებული რძე, მიღებულ მასაში ჩაამატეთ კრეკერი და კარგად აურიეთ.



2. ჩირი გარეცხეთ, გააშრეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით. არაქისი მოხალეთ მშრალ ტაფაზე.



3. კრეკერიან მასაში ჩაამატეთ არაქისი და ჩირი. ღრმა ჭურჭელში ან სილიკონის ფორმაში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი, მოათავსეთ გამზადებული მასა, აკურატულად გადმოუკეცეთ გვერდები და ზემოდან დაადეთ სიმძიმე.



4. შედგით ტორტი მაცივარში მთელი ღამით, სასურველია - 24 საათითაც. შემდეგ გადმოიღეთ ლანგარზე, შემოხსენით ცელოფანი და მიიტანეთ სუფრასთან.



შეგიძლიათ, ზემოდან შოკოლადის მინანქარი მოასხათ და ნიგოზი მოაყაროთ, ან ცოცხალი კენკროვანი ხილი.


გემრიელად მიირთვით!

წყარო: sovkusom.ru