სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

  • gastronom.ru
  • 15 აგვისტო 12:00, 2019 წელი

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.

ინგრედიენტები:


სტაფილო - 500 გრ
ოხრახუში - 0.5 კონა
ქინძი - 3 ღერი
ზეთისხილი - 200 გრ
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
წითელი დაფქული წიწაკა - გემოვნებით
ძირა - მწიკვი


მომზადების წესი:


1. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით. 3 წუთი ხარშეთ ადუღებულ მარილიან წყალში. მდუღარე მაშინვე გადაუწურეთ და ცივი წყალი გადაავლეთ, რათა ხარშვის პროცესი შეაჩეროთ.



2. ოხრახუში და ქინძი დაჭერით და სტაფილოს დააყარეთ.



3. ზეთისხილი სამად გაჭერით და ისიც სტაფილოსა და მწვანილს დააყზრეთ. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ძირა და მოასხით ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავი. კარგად აურიეთ.



გემრიელად მიირთვით!

წყარო: gastronom.ru