,,რაც გვეკუთვნის, იმის მოცემა რომ გვიხარია, ეგ არის უბედურება" - ნიკა ქავთარაძე

  • 21 მაისი 18:46, 2020 წელი

მსახიობი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

 

,,რაც გვეკუთვნის, იმის მოცემა რომ გვიხარია, ეგ არის უბედურება. ყველაფერზე ასეა - ხელფასზეც და უფლებებზეც.


მეტად თუ დავაფასებთ ჩვენს თავს და შესაბამისად თავისუფლებას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ (ხალხი) დავუწესებთ მთავრობებს წესებს და არა ისინი ჩვენ.


ასე თუ გაგრძელდება 30-50 წელი, მერე უკვე მთავრობასაც შეიძლება ვენდოთ. მაგრამ სულ უნდა შევახსენოთ - ვისია ეს ქვეყანა.


P.S. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების უფლებას როდის გვაჩუქებენ?"- წერს ნიკა ქავთარაძე.