„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“- „ვენდისა“ და „დანკინის“ პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

ამბები

22 მაისი 10:23

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ - ასე პასუხობს „ვენდისა“ და „დანკინის“ საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომლებიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური  მომხმარებლებისგან.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის მთავარი საზრუნავი იყო, ყველაფერი გაგვეკეთებინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული  წესებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ, ასევე, ვხელმძღვანელობდით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით. მიუხედავად შეზღუდვებისა, ჩვენი გუნდი, მიტანის სერვისისა და Drive Thru მომსახურების გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით აწვდიდა ერთგულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს. შექმნილ ვითარებაში მუშაობა, განსაკუთრებით კი პანდემიის გამოცხადებიდან პირველ დღეებში, საკმაოდ მძიმე იყო და გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და მართლაც გმირობისთვის.


ჩვენ განვაგრძობთ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით მუშაობას და ვიწყებთ რესტორნების მზადებას სტუმრების მისაღებად, რაც გულისხმობს: ყველა რესტორნის შესასვლელში დეზობარიერის მოწყობას, სალაროსთან დამცავი მინის არსებობას, დარბაზის აღჭურვას ხელის სადეზინფექციო ხსნარით და მაგიდების დაშორებას დასაშვები დისტანციით. ამას გარდა, ჩვენი თანამშრომლები იმუშავებენ პირბადით, დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით“. - აცხადებენ „ვენდისა“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელის მმართველ გუნდში.

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.