დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

  • funtime.ge
  • 29 მაისი 21:43, 2020 წელი

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!

 
 
 

რამდენ კალორიას წვავს კოცნა?



კვლევა, რომელიც American Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ერთწუთიანი აქტიური კოცნისას შესაძლოა, 5-დან 26 კალორიამდე დაიწვას.
ყველაფერი დამოკიდებულია მოძრაობების ინტენსიურობაზე: მსუბუქ კოცნაზე ენერგია, თითქმის არ იხარჯება, ხოლო აი, თუკი გავიხსენებთ, რომ სახეზე 34 კუნთია (ხოლო დანარჩენ სხეულზე 112) და მათ მაქსიმალურად დავტვირთავთ, შედეგი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება.



და პრელუდიაზე რა ისმის?



ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ დამოკიდებულია მოძრაობასა და ინტენსიურობაზე. მაგალითად, სხვადასხვა სახის მოფერების დროს შესაძლოა, დაიწვას საათში 100 კალორიამდე (თუმცა, ისიც ვაღიაროთ, რომ სიამოვნების ასე გახანგრძლივება მარტივი არ არის).


ორალური მოფერების დროს შესაძლებელია ორჯერ მეტი ენერგია დაიხარჯოს, განსაკუთრებით ისეთი პოზის მიღებისას, რომელშიც დამატებითი კუნთები გააქტიურდება, მაგალითად, თუკი ოთხზე დადგებით. თუკი კარგი ფიზიკური მონაცემები გაქვთ, შეგიძლიათ „ხიდიც“ სცადოთ, მაგრამ თქვენც გეჩვენებათ, რომ ეს უკანასკნელი ფანტასტიკური კატეგორიის ვარჯიშებიდანაა?



რამდენი კალორია იხარჯება სექსის დროს?



ვუახლოვდებით მთავარ საკითხს.
2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 25-წუთიანი სექსის დროს ქალი, საშუალოდ, 69 კალორიას ხარჯავს (ეს რიცხვიც სექსუალური ალბათ, შემთხვევით არ არის). ორგაზმი იწვევს პულსის აჩქარებას და სხეული უფრო მეტ ჟანგბადს ითხოვს, ასე რომ, ორგანიზმისთვის ეს შეგრძნებები სპორტული ვარჯიშების მსგავსია.
მაგრამ! 25-წუთიან სექსს ყველა წყვილი ვერ გაუძლებს!
თუმცა, ყურებს ნუ ჩამოყრით. არსებობს მორიგი კვლევა, რომლის მიხედვითაც, საშუალო სექს-სესია 6 წუთი გრძელდება, რა დროშიც კაცები 21, ხოლო ქალები - 14 კალორიას ხარჯავენ.


ამ მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ მიიღოთ პოზა, რომელშიც უფრო მეტი კუნტი აქტიურდება:



მისიონერული


მოკალათდით ზემოდან - ამ შემთხვევაში უფრო მეტ კალორიას დაწვავთ. თუკი ქვემოდან ყოფნა გირჩევნიათ, მაშინ ამოძრავეთ ფეხები პარტნიორის მოძრაობების ტაქტში.



„დოგი-სთაილი“


ეს პოზა ინტერვარული ვარჯიშია, განსაკუთრებით, თუკი აქტიურად იმოძრავებთ.



„მხედარი“


აი, ამ პოზაში ყველაზე მეტი კალორიის დაწვა შეგიძლიათ! მოკალათდით სახით ან ზურგით პარტნიორთან და... იმოქმედეთ!


ასევე, გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას:
მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, თუმცა სექსიც ეზარება და ვარჯიშიც.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge