„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

  • dushadevushki.me
  • 27 ივნისი 13:00, 2020 წელი

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“. 

„კონფუცის წერტილი“ პასუხს აგებს სტრესის მოხსნაზე და ჯანსაღი გონების სტიმულირებაზე.


ყველას გაგვიგია, რომ სტრესი, თანამედროვე ცხოვრების „სენი“, ანგრევს ორგანიზმის მუშაობას, თანაც ნელ-ნელა და შეუმჩნევლად. თვეების და წლების განმავლობაში;


და როცა საბოლოოდ ქრონიკულ ფორმად ყალიბდება, იწვევს არამხოლოდ განწყობის გაუარესებას და ემოციურ აშლილობას, არამედ კვების სისტემურ აშლილობას, მხედველობისა და კონცენტრაციის გაუარესებას და ა.შ.


ქრონიკული სტრესი მოქმედებს ნაღვლის ბუშტზე, თორმეტგოჯა ნაწლავზეც აისახება. ქრონიკული სტრესით გამოწვეული დაავადებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.


უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად დავიცვათ თავი სტრესისგან ან დროულად განვთავისუფლდეთ, თუკი თავი ვერ ავარიდეთ,


ამისთვის ძალიან პოპულარული მეთოდია აღმოსავლეთში და ახლა უკვე დასავლეთშიც, ბიოლოგიურად აქტიური წერტილის, „ფენ-ჩის“ მასაჟი. მას „სულის წერტილს“ ან „კონფუცის წერტილსაც“ ეძახიან . სხვათა შორის, კონფუცი - უდიდესი ჩინელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, ხშირად მიმართავდა ამ მეთოდს, სწორედ ამიტომაც მიიღო მასაჟმა კონფუცის სახელი. 


კონფუცი ამბობდა, რომ ამ წერტილზე მოქმედება „მახვილგონიერების, გულკეთილობისა და ნათელი მხედველობის არაჩვეულებრივი რეგულატორია“. 


„კონფუცის წერტილი“ მდებარეობს კეფის ძვლის ქვეშ, ჩაღრმავებაში, 2,5 სმ-თი ზემოთ თმების კიდედან, ტრაპეციული კუნთის განაპირა „ორმოებში“. „კონფუცის წერტილი“ ორმხრივია.  




ეს ადგილი საათის ისრის მიმართულებით, მსუბუქი წრიული მოძრაობით 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ.


თუკი მარჯვენა ხელს ხმარობთ, სჯობს, დაიმასაჟოთ „კონფუცის წერტილი“ მარჯვენა მხარეს და პირიქით, თუკი ცაცია ხართ, მარცხენა მხარეს. რა თქმა უნდა, შგიძლიათ ორივე მხარე ერთდროულადაც დაიმასაჟოთ.


 


ამ წერტილის მასაჟი შვებას მოგიტანთ თავბრუსხვევის, თვალების წვის და ცრემლდენის, ნაწლავებში სპაზმის დროს, ემოციური აღელვებისას.


გქონდეთ „შეიარაღებაში“ ეს ცოდნა, მით უფრო, რომ ნებისმიერ ვითარებაში შეძლებთ მის გამოყენებას.

წყარო: dushadevushki.me