როლი სერიალში, რომელზეც დიდხანს ილაპარაკებენ

11 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, ფართო საზოგადოებამ მუსიკალურ გადაცემა „იმღერე რამედან“ გაიცნო და შოუს მხიარული წამყვანი მაყურებელმა უცბადვე შეიყვარა... ამჟამად ბახალა GDS-ის სერიალებში თამაშობს და ერთმანეთისგან განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნის.


დაბადების ადგილი:
თბილისი


თარიღი: 16 იანვარი, 1980 წელი


ზოდიაქო: თხის რქა


პროფესია: მსახიობი


ოჯახური მდგომარეობა:  სტატუსით უცოლოა, მაგრამ ამბობს, რომ უკვე შეხვდა ისეთ ქალს, რომელთანაც აგერ უკვე რამდენიმე წელია, ერთჭერქვეშ სიამოვნებით ცხოვრობს.  


ბავშვობა: მამა, გრიგოლ გიორგანაშვილი ინჟინერია, დედა, ნანა ჩხიკვიშვილი - მუსიკოსი. ჰყავს ერთი ძმა - მხატვარი ვახტანგ გიორგანაშვილი. ამბობს, რომ ცოტა ცელქი ბავშვი იყო. არასდროს ხიბლავდა სტაბილური და რუტინული სამუშაო. მისი ბიძა რეზო ჩხიკვიშვილი მსახიობია და თეატრშიც დიდ დროს ატარებდა. მსახიობობის სურვილი და ინტერესი კი სწორედ აქედან დაებადა. 


განათლება: დაამთავრა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა. შემდეგ სწავლობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ექსპერიმენტულ ჯგუფში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ნანა კვასკვაძე და ქეთი დოლიძე. სხვადასხვა კინოფესტივალებზე ყოველწლიურმა გასტროლებმა, როგორც თავად მსახიობი ამბობს, დიდი როლი ითამაშა მის პროფესიულ გაზრდაში. შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, მიჰყავდა გადაცემა „იმღერე რამე“. ამ გადაცემამ ბახალას დიდი პოპულარობა მოუტანა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ხალხის თვალში, როგორც მსახიობი, დაიშტამპა და მაყურებელი მხოლოდ მუსიკალური შოუს წამყვანად აღიქვამდა. თამაშობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში, ხშირად ჩნდებოდა ცისფერ ეკრანზეც, ამჟამად კი მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობს და აქ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. თავის პროფესიაში სპონტანურობა მოსწონს და უყვარს საკუთარი ყოველდღიურობა. 


ფილმოგრაფია

„უსმინე შოპენს“ - 2003 წელი;

„თბილისური Love story“- 2009 წელი;


„დაბადებულები საქართველოში“ - 2011 წელი;


„მარილივით თეთრი“ - 2011 წელი;


„ლაგუნა ვერე“ - 2012 წელი;


„ქალაქის ღია ფანჯრები“ - 2012 წელი;


„F5“- 2012 წელი;

„კომა“ - 2013 წელი;


„ჩემი საბნის ნაკეცი“ - 2013 წელი;

„ტიფლისი“ - სისოს როლში, რეჟისორები ლ. დაბრუნდაშვილი, ნ. მარშანიშვილი;


„პანიკის გარეშე“ - რეჟისორები ლ. დაბრუნდაშვილი, გიორგი ქობალია;

„ქერჩი“- რაშიდის როლში, რეჟისორი ლ. დაბრუნდაშვილი.


 


ცოტა რამ „ქერჩის“  შესახებ: არსებობს როლები, რომლებიც  წინასწარ იცის, როგორ განვითარდება. სერიალ „ქერჩის“ გადაღებები ეტაპობრივად მიმდინარეობს. სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება.  ბახალა და გიორგი ყიფშიძე ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ქურთი ბიძაშვილების როლებს ასრულებენ. ისინი ყაჩაღები არიან და მათ დასჯის მიზნით ფრონტის  წინა ხაზზე აგზავნიან, სადაც გერმანელების ტყვეობაში ხვდებიან... 
გიორგი დარწმუნებულია, რომ მაყურებელი ამ სერიალით ძალიან დაინტერესდება, რადგან ეს ის თემაა, რომელზეც ჯერ არაფერი გადაუღიათ და რომელიც დიდხანს იქნება განსჯის საგანი.  



ფოტოგრაფი სალვატორე კოსტა


საკნატუნო ამბები

10 შეცდომა, რომლებმაც ისტორია შეცვალა

ადამიანის მიერ უნებურად დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეცვალოს...
საკნატუნო ამბები

ცოლებმა ქმრებს „შოპინგის“ დროს ფოტოები გადაუღეს. ეს კლასიკაა!

ეს დღე ოდესმე ყველა კაცის ცხოვრებაში დგება! დღე, როდესაც საყვარელი ქალი მას სავაჭრო ცენტრში გაყოლას სთხოვს...
საკნატუნო ამბები

ალკოჰოლი და სექსი - ამ უცნაური „დუეტის“ მთავარი მინუსები და პლუსები

სპირტიან სასმელს შეუძლია, ერთდროულად სექსუალურად აქტიურიც გაგხადოთ და ზიანიც მოგაყენოთ. აი, მაგალითად...
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 რომანტიკული ფილმი შაბათ-კვირისთვის

თუ გადაღლილი ხართ მთელი კვირის რუტინით, უქმეებზე თბილ პლედში გაეხვიეთ, გვერდით ცხელი ჩაი მოიდგით და ამ ფილმებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ. გარწმუნებთ, სასიამოვნო ემოციებით აივსებით...
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

26 იშვიათი ფოტო, რომლებიც ნაცნობ საგნებს უცნობი რაკურსით დაგანახვებთ

სამყარო - უმშვენიერესი და შეუცნობელი, სავსე სიურპრიზებით. ზოგჯერ ისეთი ნივთებიც კი გაგაოცებთ, რომელთა არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ამჩნევთ...
საკნატუნო ამბები

საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ... 
საკნატუნო ამბები

მგრძნობიარე, სენტიმენტალური და კინემატოგრაფიული სიშიშვლე (20 ფოტო)

ამ შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოების ავტორი ჩეხი ფოტოგრაფი ირჟი რუჟეკია, რომელიც საკუთარ თავს გაშიშვლებული ან ნახევრად შიშველი პორტრეტების ავტორს უწოდებს.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ამ მარცხის დასაფარად ვარსკვლავები, ალბათ, რას არ გაიღებდნენ!

ცხოვრებაში არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ თუ უბრალო მოკვდავთა მარცხი ყველას მალევე გვავიწყდება, ვარსკვლავთა ფიასკოებზე მთელი მსოფლიო დიდხანს ჭორაობს...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?