საკნატუნო ამბები

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა გაშალეს

fun time

17:33 კვი. 5 მაისი

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

14
დაკოპირებულია

იაპონიის ქალაქ ომურას პარკში, ყურის ნაპირზე მდებარე პლაჟზე ადამიანმა ეს უცნაურობა შეიძლება თავიდან ვერც შენიშნოს, სანამ სანაპიროს მზის სხივები არ მოეფინება და პლაჟი ათასფრად არ აელვარდება. როგორც იცით, ქვიშა მზეზე არ ელვარებს, მიტომ მიხვდებით, რომ პლაჟზე ქვიშის ნაცვლად დამსხვრეული მინაა... 

რატომ მინა?

ოდესღაც ნაგასაკის პრეფექტურაში მდებარე ქალაქის მოსახლეობას ყურედან მომავალი უსიამოვნო სუნი ტანჯავდა. საქმე ის გახლავთ, რომ წყალში და ნაპირებზე უამრავი წყალმცენარე ხარობდა და შემდეგ აქვე ლპებოდა. საქმეს ვერც ტბის ნაპირების წმენდა შველოდა, რადგან წყალმცენარეები ისევ და ისევ იზრდებოდა, ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტბის ლანდშაფტის ორიგინალურად შეცვლა გადაწყვიტა.

ტბის ნაპირი ქვებისგან გაწმინდეს და ქვიშაზე სქელ ფენად სხვადასხვა ფერის, დამსხვრეული მინა გაშალეს. ესაა გატეხილი ჭიქები და ბოთლები - ნაგავი, რომელსაც იაპონელები წლებია, ცალ-ცალკე ახარისხებენ. სწორედ ნაგვის დახარისხება დაეხმარათ ომურელებს, რომ ყველასგან გამორჩეული, ზღაპრული პლაჟი შეექმნათ.

თუ ფიქრობთ, რომ ჯადოსნურ პლაჟზე გასეირნება ჯანმრთელობისთვის საშიში და მტკივნეულია, ცდებით - ფერადი მინის გრანულები იმდენად წვრილია, რომ ადამიანის კანს არ აზიანებს 👇

ასე რომ, პლაჟზე სიარული ბავშვისთვისაც კი უსაფრთხოა, თუმცა ცურვა ჯერჯერობით, აკრძალულია, რადგან სუნის პრობლემის მოგვარების შემდეგ ადგილობრივი სპეციალისტები ომურას ყურეში ჯანსაღი ეკოსისტემის აღდგენაზე მუშაობენ.


რა თქმა უნდა, ფერადი მინის ქვიშის წაღება აკრძალულია, რათა ამ ჯადოსნური სილამაზით სხვა ტურისტებიც დატკბნენ.

***

და ბოლოს, ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ 25 საინტერესო ფაქტს:

1. ალუმინის ქილების გადამუშავებასა და თქვენი უბნის მაღაზიაში მოხვედრას, დაახლოებით, 2 თვე სჭირდება.

2. მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 80 მილიარდ ალუმინის ქილას იყენებს. ალუმინის გადამუშავებას “საზღვარი არ აქვს”, იგი იმდენჯერ შეგიძლიათ გადაამუშაოთ, რამდენჯერაც მოგინდებათ.

3. თუ მსოფლიო მასშტაბით არსებულ მთელ ჟურნალ-გაზეთებს გადავამუშავებთ, წელიწადში 250 მილიონამდე ხეს შევინარჩუნებთ.

4. გადამუშავება ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ატმოსფეროში სათბურის გაზების გაფრქვევა შემცირდეს.

5. ამერიკელები ყოველ ნახევარ საათში, დაახლოებით, 2,5 მილიონ პლასტიკურ ბოთლს მოიხმარენ და მათი უმეტესობა არ გადამუშავდება.

6. ოკეანეში მოსროლილი ცელოფნები წელიწადში მილიონამდე ზღვის ცხოველს კლავს.

7. სანაგვეში მოთავსებული ნარჩენების, დაახლოებით, 60% გადამუშავებადია.

8. ჩვეულებრივი მინის ბოთლს, დაახლოებით, 4000 წელი სჭირდება იმისთვის, რომ დაიშალოს.

9. გადამუშავებული ქაღალდი ჰაერის დაბინძურებას 70%-ით ამცირებს.

10. მინის გადამუშავება 100%-ით შესაძლებელია, თანაც – უსასრულოდ. თუმცა, მინის გადამუშავებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ფერი, რადგანაც ფერს გადამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს.

11. იმის გამო, რომ ჯერჯერობით, საზოგადოება ნაკლებად მიმართავს გადამუშავებას, მსოფლიოში წუთში დაახლოებით 4 000-მდე კვ.მ ტყე იჩეხება.

12. ხისა და ქაღალდის იმ რაოდენობას, რაც ყოველწლიურად ნაგავში ხვდება, 20 წლის განმავლობაში 50 მილიონი სახლის გათბობა შეუძლია.

13. ერთი ტონა პლასტმასას გადამუშავება 1000-დან 2000 გალონამდე ბენზინს ზოგავს.

14. გადამუშავება ხელს უწყობს შემდეგი ნატურალური რესურსების დაზოგვას: ქვანახშირი, გაზი, ნავთობი.

15. დაბოლოს, თქვენ მიერ ერთხელ უკვე მოხმარებული საგნის გადამუშავება დედამიწას სიცოცხლეს მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივებს.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ ყიდულობდა იაპონია დამსხვრულ ბოთლებს სსრკ-სგან?

იაპონელებმა თოვლისგან ელექტროენერგიის მიღება შეძლეს

ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს რაღაც გვეზარება!

9 საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელსაც ეკოლოგიისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს

რა მოხდება, დედამიწამ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით რომ დაიწყოს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში