იცით თუ არა

რა მოხდება, დედამიწამ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით რომ დაიწყოს?

fun time

20:26 ოთხ. 25 მაისი, 2022 წელი

რა მოხდება, დედამიწამ
ბრუნვა საპირისპირო
მიმართულებით რომ დაიწყოს

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს და ერთ სრულ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. დროის მონაკვეთს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დღე ეწოდება, ხოლო დროის მონაკვეთს მზის ჩასვლიდან მის ამოსვლამდე ღამე.

თუ დაფიქრებულხართ, რა მოხდება, დედამიწამ უეცრად მოძრაობის მიმართულება რომ შეცვალოს?

დავიწყოთ იმით, რომ დედამიწის ბრუნვის უეცარი ცვლილება პლანეტის ყველა ცოცხალი არსების მყისიერ სიკვდილს გამოიწვევს - დედამიწა სწრაფად ბრუნავს, ამიტომ მოძრაობის მკვეთრი ცვლილება მის ზედაპირზე ყველაფერს წამებში წაშლის.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის მიმართულება ძალიან ნელა შეიცვლის (გარკვეული დროით გაჩერდება და შემდეგ ბრუნვას სხვა მიმართულებით გააგრძელებს), ეს მოვლენა ადამიანებისთვის რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს არ გამოიწვევს.

მეცნიერები, რომლებმაც დედამიწის კომპიუტერული მოდელი შექმნეს და მისი მოძრაობა შეისწავლეს, ამბობენ, რომ პირველ რიგში ქარის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება - გოლფსტრიმის თბილი დინება გაქრება და მის ადგილს სხვა დინება დაიკავებს.

დედამიწის ბრუნვის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში აზიისა და აფრიკის უდაბნოები ამწვანდება, ბრაზილია უდაბნოდ იქცევა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მშრალი კლიმატი დაისადგურებს.

ესეც საინტერესოა:

ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე - როგორ ცხოვრობენ ადამიანები -71,2°C-ზე?

20 საოცარი ფაქტი დედამიწის შესახებ - ჩაინიშნეთ და მოუგეთ სანაძლეო ნებისმიერს!

დედამიწის მე-7 კონტინენტი, რომლის 94% წყალშია - სად მდებარეობს ის?

5 ადგილი დედამიწაზე, რომელსაც „პატრონი არ ჰყავს“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული