იცით თუ არა

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

fun time

16:00 შაბ. 4 მაისი, 2024 წელი

შალიანის ხატი, სვანეთი

14
დაკოპირებულია

ეს კითხვა ყოველი აღდგომის მოახლოებისას აქტუალური ხდება ხოლმე. ენათმეცნიერებს მკაფიო, გრამატიკულ წესებზე დამყარებული პასუხი აქვთ, მათი საწინააღმდეგო მოსაზრების პატრონებს კი - 20-საუკუნოვანი „სოციალური სანქცია“...

„აღდგა“

დღესდღეობით ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთადერთ სწორ ფორმად მიჩნეულია აღდგა;
ენათმეცნიერთა დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ თუკი მშობლიურ ენას პატივს ვცემთ, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებს არ უნდა უნდა გადავუხვიოთ.

აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც:

„სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით...” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).|

„მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
„არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

„აღსდგა“

მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, „აღსდგა“ საკმაოდ გავრცელებულია და ვინც ამ ფორმით იყენებს, მათი არგუმენტები ასეთია:

1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
2. „აღსდგა“ გვხვდება მრწამსის ტექსტშიც და სხვა ტექტებშიც („აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი…“);
3. სამეტყველო ენაში უკვე დამკვიდრებულია და, ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს;
4. „ქრისტე აღსდგა“ ისევე არ ემორჩილება გრამატიკის კანონებს, როგორც ამ სიტყვების შინაარსი ფიზიკის კანონებს. ამიტომ სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა.

***
ჩვენი მოკრძალებული აზრით კი, ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მივულოცავთ ერთმანეთს: ქრისტე აღსდგა თუ ქრისტე აღდგა.

მთავარია, გააზრებული გვქონდეს, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მაცხოვნებელი ვნება ან რა მოგვიტანა ჩვენ ქრისტეს აღდგომამ!

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!

ფოტოზე: შალიანის ხატი – სვანეთის სოფელ კალის მახლობლად ერთ მაღალ ქიმზე აღმართულია წმ. კვირიკეს ეკლესია, სვანურად ლაგურკა, რომელშიც დასვენებულია ჯვარცმის ხატი – შალიანი. (გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ფოტო).

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ვერ ეხებიან კიბეს, რომელიც ქრისტეს საფლავის ტაძარში თითქმის 300 წელია, გაუნძრევლად დგას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები