ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და მავნებლობა: მითები და რეალობა
15:02 სამ. 29 ოქტომბერი
საზოგადოებაში ღორის ხორცის ავკარგიანობაზე დიდი ხანია ბჭობენ. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს არაჯანსაღი ხორცია, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ სათანადო თერმული დამუშავების შემთხვევაში, ღორის ხორცი სრულიად უვნებელი და სასარგებლოც კია.
მოდი, ერთად გავარკვიოთ ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები და მავნებლობა და გავაქარწყლოთ რამდენიმე მითი მის შესახებ:
მითი №1 - ღორის ხორცი ზედმეტად ცხიმიანია
დიახ, ღორის ზოგი ნაწილი საკმაოდ ცხიმიანია, მაგრამ ზოგი, მაგალითად, სუკი იმდენივე ცხიმს შეიცავს, რამდენსაც ქათმის ქათმის მკერდი.
არჩევანი თქვენზეა - ცხიმიან ნაწილს ამჯობინებთ თუ უცხიმოს:
- კისრის ნაჭრებში ცხიმისა და მჭლე ხორცის შეფარდება ძალიან კარგადაა.
- ბარკლის ხორცი შედარებით უცხიმო და მშრალია და უცხიმო მწვადის მოყვარულთათვის საუკეთესო ნაწილია.
- სუკის ნაჭრები სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე მშრალია და სასურველია, წინასწარ დაამარინადოთ/დაარბილოთ, რათა შეწვისას ძალიან არ გამოგიშრეთ.
მითი №2 - ღორის ხორცი არაჯანსაღია
არსებობს მოსაზრება, რომ ღორის ხორცი ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს და იწვევს გულის დაავადებებს. სინამდვილეში, ღორის ხორცი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ვიტამინები და მინერალები:
- თიამინი (B-ჯგუფის ვიტამინი)
- სელენი
- რკინა
- ფოსფორი
- თუთია
- ვიტამინი B12
- ვიტამინი B3
- ვიტამინი B6
ღორის ხორცი ასევე შეიცავს ტაურინის, კრეატინის და ბეტა-ალანინს, რომლებიც კუნთებს ფორმირებას უწყობს ხელს.
ასე რომ, ზომიერად მოხმარებისას ღორის ხორცი შეიძლება ჯანსაღი მენიუს ნაწილი იყოს.
მითი №3 - ღორის ხორცი ძნელად მოსანელებელია
ეს მითი ემყარება მოსაზრებას, რომ ცხიმი საჭმლის მონელებას ანელებს.
დიახ, ცხიმს მონელებისთვის მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ეს ეხება ნებისმიერ ხორცს ცხიმის მაღალი შემცველობით და არა მხოლოდ ღორის ხორცს.
მითი №4 - ღორის ხორცი ბინძურია
ვინაიდან ღორი ყველაფერს, მათ შორის, ფეკალიებსაც მიირთმევს, ზოგს მიაჩნია, რომ მას ბინძური ხორცი აქვს, თუმცა ფერმებში ცხოველები საგანგებოდ შერჩეული საკვებით იკვებებიან, ხორცის მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მითი №5 - ღორის ხორცი ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს შეიცავს
ღორებს ისევე, როგორც სხვა ცხოველებს, ნამდვილად მკურნალობენ ჰორმონებით და ანტიბიოტიკებით. დაკვლამდე ღორები კარანტინში გადაჰყავთ, სადაც მათი ხორცი მედიკამენტებისგან იწმინდება და ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება. ამიტომ მაღაზიებში ღორის ხორცს ანტიბიოტიკებით ან ჰორმონებით ვერ ნახავთ.
უკუჩვენებები:
სასარგებლო თვისების გარდა, ღორის ხორცი შეიცავს ქოლესტერინს, რომლის დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია. ღორის ხორცი რომ ჯანმრთელობისთვის უვნებელი იყოს, თერმული დამუშავებისას მისმა შიდა ტემპერატურამ 71°C-ს უნდა მიაღწიოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან