სილამაზე/ჯანმრთელობა

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებები

fun time

16:34 ხუთ. 31 ოქტომბერი

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

14
დაკოპირებულია

მუსკატის კაკალი ყველასთვის ცნობილი სუნელია, რომელსაც ბევრ კერძს უმატებენ. ამ სანელებელს აფროდიზიაკურ და ნარკოტიკურ თვისებებს მიაწერენ და ამბობენ, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ჰალუცინაციების გამოწვევა შეუძლია.

მუსკატი სუნელი აღმოსავლეთ ინდონეზიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი. დიდი ხნის განმავლობაში მუსკატის კაკლით არაბები ვაჭრობდნენ, რომლებმაც მუსკატის ტყეების ევროპელებისგან დამალვა მოახერხეს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში მუსკატის ხეების მოშენება ინდოეთში დაიწყეს, საიდანაც სურნელოვანმა კაკალმა კონსტანტინოპოლამდე ჩააღწია.

მუსკატის კაკლის შემადგენლობა

მუსკატის კაკალი A, C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მანგანუმს, ნატრიუმს, ანტიოქსიდანტებს, პექტინებს, საპონინებს, სახამებელს, ბოჭკოს და ეთერზეთებს შეიცავს.

მისი კალორიული შემცველობა საკმაოდ მაღალია - 525 კკალ 100 გ-ზე, მაგრამ სუნელის ასეთი დიდი რაოდენობით არ მოიხმარება, რადგან შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.

მუსკატის კაკალი სამკურნალოდ

ძველად მუსკატის კაკალი სასწაულებრივ წამლად ითვლებოდა, რომელიც თითქმის ნებისმიერ დაავადებას კურნავდა.

დღესაც ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მუსკატის კაკლის ზომიერ გამოყენებას შეიძლება ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და კანცეროგენული ეფექტიც კი ჰქონდეს, თუმცა, რამდენად უსაფრთხოა მუსკატით „მკურნალობა“, ეს სადავო საკითხია.

დადასტურებულად ცნობილია, რომ თბილი რძე მუსკატის კაკლით სტრესს, უძილობას, თავის ტკივილს და გაციებას ებრძვის.

მუსკატის ზეთს იყენებენ მასაჟის დროს და ის ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილს ებრძვის.

მუსკატის კაკალი დადებითად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე. მის შემადგენლობაში შემავალი ელემიცინი აუმჯობესებს მეხსიერებას და ვიზუალური აღქმის უნარს.

გარდა ამისა, მუსკატი სტრესისა და გაღიზიანების მოხსნაში ეხმარება.

მუსკატის კაკლის მენიუში ჩართვას ურჩევენ ალცჰაიმერით დაავადებულებს, რადგან ის ნერვული სისტემის დეგრადაციის პროცესს ანელებს.

მუსკატის კაკალი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და არტერიული წნევის შემცირებას.

გარდა ამისა, მუსკატის კაკალი აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

მუსკატის კაკალი აფროდიზიაკია?

კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებს - მუსკატის კაკალი აფროდიზიაკია? გარკვეულწილად, ასეა. სუნელი ნამდვილად დაგეხმარებათ მოდუნებაში და განწყობის ამაღლებაში, თუ თქვენს პარტნიორს ალერგია ან სხვა უკუჩვენებები არ აქვს.

მუსკატი უკუჩვენებები და ზიანი

მუსკატი ფრთხილად მისართმევი სუნელია, რადგან დოზის გადაჭარბებას შეიძლება ტაქიკარდია, გულისრევა, ჰალუცინაციები და პანიკის შეტევებიც კი მოჰყვეს.

არის შემთხვევები, როდესაც მუსკატით მოწამვლამ ამა თუ იმ შინაგანი ორგანოს უკმარისობა გამოიწვია. გაითვალისწინეთ, რომ მუსკატის კრიტიკული დოზა დღეში ორი ჩაის კოვზია.

ამ სუნელს უკუჩვენება აქვს ალერგიის, ფსიქიკური აშლილობის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

მუსკატის კაკალს არ აძლევენ პატარებს სამ წლამდე.

ესეც დაგაინტერესებთ:

მაკადამია - მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირფასი კაკალი

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებლის სასარგებლო თვისებები

მცენარეები და სანელებლები მუცლის ცხიმის დასაწვავად

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯ...

Aromatherapy