სილამაზე/ჯანმრთელობა

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების სარკეა - რას გვიამბობს ენის მდგომარეობა?

fun time

17:32 ორშ. 30 სექტემბერი

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა

14
დაკოპირებულია

ენა საოცარი ორგანოა, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამ გვითხრას. მისი ჯანმრთელი ფერი ღიადან მუქ ვარდისფრამდე მერყეობს. მცირე რაოდენობით თეთრი ნადები დასაშვებია, თუმცა, ფერის ან ქსოვილის შესამჩნევი ცვლილებები შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემაზე მეტყველებდეს.

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, მათ შორის ენის რეგულარული წმენდა უსიამოვნო სუნის გაჩენისგან დაგიცავთ. ენის სპეციალური საწმენდები გაგათავისუფლებთ ბაქტერიებისგან, რომლებიც ხშირად უსიამოვნო სუნის წყაროა და ინფექციების განვითარების რისკს ქმნის, რომელიც შეიძლება სხვა ორგანოებზე გავრცელდეს და სერიოზული დაავადება გამოიწვიოს.

ენაზე თეთრი ნადები

ენაზე თეთრი ნადები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემებზე არ მიუთითებს. სათანადო მოვლის გარეშე, ნადები შეიძლება ჩამოყალიბდეს ენის ზედაპირზე მიკროორგანიზმებისა და საკვების ნარჩენების დაგროვების შედეგად. უმეტეს შემთხვევაში, ნადების მოცილება შესაძლებელია ფრთხილი გაწმენდით ან პილინგით.

ენაზე ყვითელი ნადები

თუმცა, ენის ფერის ცვლილება ყოველთვის ასე უვნებელი არ არის. მაგალითად, ყვითელი ნადების გაჩენა შეიძლება პირის ღრუს სოკოვან ინფექციაზე მიუთითებდეს. ეს მდგომარეობა უფრო ხშირია ხანდაზმულებში, რომლებსაც დიაბეტი აწუხებთ ან ბევრ მედიკამენტს იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ენის ფერსა და მდგომარეობაზე შეიძლება ისეთმა ჩვევებმაც მოახდინონ გავლენა, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, დიდი რაოდენობით ჩაისა და ყავის მიღება და ა.შ.

გეოგრაფიული ენა

ენის ზოგი, უჩვეულო მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ასეთი მდგომარეობაა მაგალითად, „გეოგრაფიული ენა“, როდესაც ენის ზედაპირზე ჩნდება ვარდისფერი ლაქები თეთრი კიდეებით. ამ მოვლენის მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის და როგორც წესი, ის სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ბევრი მედიკამენტი გავლენას ახდენს. მაგალითად, ანტიდეპრესანტებმა, ანტიფსიქოტიკებმა, მიორელაქსანტებმა, ტკივილგამაყუჩებლებმა, ანტიჰისტამინებმა და დიურეტიკებმა შეიძლება პირის სიმშრალე გამოიწვიონ, რომელიც ცნობილია როგორც ქსეროსტომია. ეს მდგომარეობა თავისთავად არასასიამოვნოა, ამასთან, შეიძლება პირის ღრუს სხვა პრობლემების განვითარებას შეუწყონ ხელი

ენაზე თეთრი ან წითელი ლაქები

განსაკუთრებული ყურადღება ენაზე თეთრი ან წითელი ლაქების გაჩენას უნდა მიაქციოთ, რომლებიც წმენდის შედეგად არ ქრება. ასეთი ცვლილებების დროს აუცილებელია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება ცვლილებები სიმსივნური პროცესების დაწყებაზე მიანიშნებდეს.

***

ენის რეგულარული შემოწმება და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ასპექტებია. ენის ფერის, აგებულების ან მდგომარეობის ნებისმიერი უჩვეულო ცვლილების დროს სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია. გახსოვდეთ, რომ პირის ღრუს პრობლემების დროული ამოცნობა და მკურნალობა თავიდან აგარიდებთ სერიოზული დაავადებების განვითარებას.

ესეც დაგაინტერესებთ:

ძილის პოზა, როგორც სიგნალი ჯანმრთელობის პრობლემაზე

5 ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი დღეგრძელი იქნება



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული