5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რაციონში შეიტანოთ
16:20 ხუთ. 21 ნოემბერი
მეცნიერები ამბობენ, რომ სპირულინა ჯანმრთელობაზე სასიკეთო ზემოქმედებით დღეისთვის არსებულ ყველა საკვებსა და სამედიცინო პრეპარატს აღემატება.
რა არის სპირულინა
სპირულინა მოლურჯო-მომწვანო ფერის, სპირალის ფორმის წყალმცენარეა, რომელიც 2000-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. კვლევების თანახმად, 1 გრ სპირულინაში მიკროელემენტებისა და ვიტამინების ისეთივე რაოდენობაა, როგორც 1 კგ სხვა ბოსტნეულში.
სპირულინა იწარმოება როგორც სრულფასოვანი საკვები პროდუქტი და როგორც საკვები დანამატი (ფხვნილი, აბები,).
ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში სპირულინამ შეიძლება ხორცი და თევზი ჩაანაცვლოს. როგორ? საქმე ისაა, რომ სპირულინას ერთი ულუფა (8-10 გრამი) იმდენ ცილას, ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს, რომ შეუძლია ადამიანი ენერგიით მთელი დღის მანძილზე დამუხტოს.
სპირულინას თვისებები
- იცავს ორგანიზმს მძიმე მეტალების ზემოქმედებისგან.
- ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და დიაბეტის განვითარების რისკს.
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინს და არტერიალურ წნევას.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- უკვე დიდი ალბათობით, სპირულინას შეუძლია შეაფერხოს კიბოს განვითარება (კვლევები გრძელდება).
სპირულინას ერთი ულუფა შეიცავს:
- 2800%-ით მეტ ბეტა კაროტინს, ვიდრე სტაფილო.
- 3900%-ით მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი.
- 600%-ით მეტ ცილას, ვიდრე ტოფუ.
- 280%-ით მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე მოცვი.
სპირულინას უკუჩვენება
მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებისა, სპირულინას მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების მწვავე სტადიაში: გასტრიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ასევე ავტოიმუნური პათოლოგიებისას - რევმატოიდული ართრიტი, გაფანტული სკლეროზი.
სპირულინას მიღება არ შეიძლება, თუ თქვენ გაქვთ ალერგია მის კომპონენტებზე;
ასევე, არ არის შესწავლილი ამ პროდუქტის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
***
სპირულინა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. მისგან ამზადებენ სმუზებს, წვნიანებს, იყენებენ სალათებში.
მოამზადეთ ყინული ლაიმით და სპირულინით
1 სუფრის კოვზ სპირულინას ფხვნილს (დაახლოებით, 7 გრ) დაუმატეთ 1 ლაიმის წვენი და წყალი. მიღებული მასა ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ყინულის კუბებს სუფთა წყალი ან ჩაი დაამატოთ და სასიცოცხლო ენერგიით აივსოთ.
მოამზადეთ სმუზი სპირულინით
1 საშუალო ზომის კიტრი, 1 კონა ოხრახუში, 1/2 ღერი ნიახური, 1 მწვანე ვაშლი, 1 კივი, 1 ს.კ. კოვზი სპირულინა (დაახლოებით, 7 გრ).
აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ.
პ.ს. სპირულინას დღიური დოზა ზრდასრული ადამიანისთვის არის 3-8 გრ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!
ესეც საინტერესოა:
კალანხოე - ქირურგი სკალპელის გარეშე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან