გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?
16:30 შაბ. 5 ოქტომბერი
იშვიათია ბოსტნეული, რომელიც იმდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რამდენსაც გოგრა, თანაც მისი მხოლოდ რბილობი კი არა, თესლიც სასარგებლოა.
გოგრის თესლის სასარგებლო თვისებები
გოგრის თესლი დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
გოგრის თესლში ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინებია: A, B, C, E და K. ვიტამინი K ჰემატოპოეზის პროცესში (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების წარმოქმნა) მონაწილეობს, ხოლო ვიტამინები A და E ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე ზრუნავენ და ანტიოქსიდანტური თვისებებით არის ცნობილი.
გოგრის თესლში ასევე ფოსფორის მაღალი შემცველობაა, რაც ძვლების სიძლიერისთვის არის საჭიროა.
100 გრ გოგრის თესლი თუთიის დღიური ნორმის ნახევარს შეიცავს. თუთია დადებითად მოქმედებს ნერვულ და იმუნურ სისტემაზე, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ინსულინის გამომუშავებას და სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს. ასევე, თუთია ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს და გვეხმარება წონის დაკლებაში.
გოგრის თესლი მამაკაცის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია - კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ გოგრის თესლი ხელს უწყობს პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების თავიდან აცილებას და ამსუბუქებს უკვე არსებულ პრობლემებს.
მოხალული გოგრის თესლი სისხლის წნევას არეგულირებს და შაქრის დონეს დაბლა წევს.
გოგრის თესლის უკუჩვენება
გოგრის თესლი მაღალკალორიული პროდუქტია, დაუხარჯავი კალორიები კი ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება.
მარილთან ერთად მოხალული გოგრის თესლი ძალიან გემრიელია, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ორგანიზმში ნატრიუმის დაგროვება გამოიწვიოს, ამას კი ისეთი პრობლემები მოჰყვება, როგორიცაა მაღალი წნევა და კიდურების შეშუპება.
ცხიმის მაღალი შემცველობის გამო გოგრის თესლის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდონ კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანები.
როგორ ვჭამოთ სწორად?
გაითვალისწინეთ, რომ მოხალული გოგრის თესლი ნაკლებად სასარგებლოა. თერმული დამუშავების დროს თესლში შემავალი ჯანსაღი ცხიმების შემადგენლობა იცვლება და ის არა ჯანსაღი, არამედ პირიქით, საზიანო ხდება.
გოგრის თესლი იმდენად გემრიელია, რომ ზოგჯერ შეჩერება გვიჭირს, მაგრამ დღეში 100 გრ-ზე მეტის მიღება არასასურველია.
თესლი შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად გაყოთ და სალათებში და სმუზიში დაუმატოთ.
გოგრის თესლი ჭიების საწინააღმდეგოდ
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ უზმოზე გოგრის თესლის ჭამა ორგანიზმს პარაზიტებისგან წმენდს. მართლაც, გოგრის თესლი უნიკალურ ამინომჟავას, კუკურბიტინს შეიცავს, რომელსაც შეუძლია ჰელმინთების (პარაზიტი ჭია) ზოგი სახეობა გაანადგუროს, მაგრამ ყველა არა.
ესეც საინტერესოა:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან