სილამაზე/ჯანმრთელობა

ქაცვის თვისებები

fun time

13:34 ოთხ. 30 ოქტომბერი

ქაცვის თვისებები

14
დაკოპირებულია

ქაცვი ყველასთვის კარგად ნაცნობი კენკრაა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. ქაცვის სეზონი ოქტომბრიდან იწყება, როდესაც მზიან ამინდებს გრილი და წვიმიანი დღეები ანაცვლებს და იმუნიტეტს გაძლიერება სჭირდება. 

ბუნებაში ჯანმრთელობისთვის ქაცვზე უფრო ძვირფასი პროდუქტი არ არსებობს. ეს კენკრა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული წნევის ცვალებადობა და პირის ღრუში ანთებითი პროცესები აწუხებს.

რას შეიცავს ქაცვი:

100 გრ ქაცვი შეიცავს

  • ცილას - 1,2 გრ.
  • ცხიმს - 5,4 გრ.
  • ნახშირწყლებს - 5,7 გრ.
  • ბოჭკოს - 2 გრ.
  • წყალს - 83 გრ.
  • კალორიას - 82 კკალ.
  • ასევე ვიტამინებს: A, B, C, E, H, K, PP და ბეტა-კაროტინს.
  • მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, სილიციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი, სელენი, ფთორი, ქრომი, ორგანული მჟავები, ფიტონციდები, ბეტაინი, ტანინები, მარტივი შაქარი, პექტინები.

ქაცვის ჯანმრთელობისთვის:

  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • ხსნის ანთებას
  • ხელს უწყობს წყლულების და ჭრილობების შეხორცებას
  • აწესრიგებს მეტაბოლიზმს
  • აძლიერებს სისხლძარღვებს
  • კურნავს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს
  • აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას
  • აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას
  • აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი
  • ებრძვის ე.წ. მშრალი თვალის სინდრომს
  • აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
  • აბრკოლებს კიბოს აღმოცენებას და ა.შ.

ქაცვის ქალის ჯანმრთელობისთვის:

ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრა ანელებს ორგანიზმში დაბერების პროცესს, აუმჯობესებს თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

ქაცვი ხელს უწყობს ქალის ზოგი გინეკოლოგიური დაავადების და შარდსასქესო სისტემის პათოლოგიების მკურნალობას.

კენკრა სასარგებლოა ორსულობის დროსაც და მენოპაუზის დროსაც. პროდუქტი აწესრიგებს ემოციურ ფონს, რომელიც ცხოვრების ამ პერიოდში ხშირად არასტაბილურია, ასევე მენოპაუზის დროს აუმჯობესებს ვაგინალური ლორწოვანის მდგომარეობას.

ქაცვის უკუჩვენება

მცირე რაოდენობით ქაცვის მიღება სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ კაროტინის ჭარბმა რაოდენობამ, რომელსაც კენკრა შეიცავს, შეიძლება ალერგიული რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, უმჯობესია შეზღუდოთ ან მთლიანად შეწყვიტოთ პროდუქტის მიღება, თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები (ჰეპატიტის ჩათვლით), პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, შაქრიანი დიაბეტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება და დიარეა.

***

დაბოლოს, ეს ჯადოსნური კენკრა სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავებისა და გაყინვის დროსაც კი ინარჩუნებს!

ესეც საინტერესოა:

ქაცვის მომზადება

ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის - გაყინვის წესი

მწვანილის შენახვა ზამთრისთვის - გაყინვა, გაშრობა, დამარილება



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯ...

Aromatherapy