სილამაზე/ჯანმრთელობა

არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე სურნელი?

fun time

18:06 პარ. 27 სექტემბერი

Aromatherapy

14
დაკოპირებულია

არომათერაპია, დაახლოებით, 5 ათასი წლის წინათ, ძველ ინდოეთსა და ჩინეთში წარმოიშვა.  სურნელოვან ეთერზეთებზე დამზადებული პრეპარატები, რომლებიც საუკუნეების წინ რელიგიურ რიტუალებში, კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში აქტიურად გამოიყენებოდა, თავისი ეფექტიანობით დღესაც გვაოცებს. 

 

2004 წელს ამერიკელ მეცნიერებს ლინდა ბაკს და რიჩარდ აქსელს ყნოსვის რეცეპტორების შესწავლისთვის ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ. მათ აღმოაჩინეს გენების ჯგუფი, რომლებიც უჯრედის გარსზე მოთავსებულ ცილა-რეცეპტორებს ასინთეზებენ და ამგვარად შესაძლებლობას გვაძლევენ, არომატი შევიგრძნოთ.

ამერიკელი მეცნიერების მუშაობამ საშუალება მოგვცა უფრო ღრმად გაგვეგო, თუ როგორ მოქმედებს არომატები ჩვენს სხეულზე.

***

ძირითადი ეთერზეთები ადამიანზე მათი გავლენის მიხედვით, სამ ჯგუფად იყოფა:

1. მასტიმულირებელი ზეთები:

რეჰანი, მიხაკი, ჯანჯაფილი, ქინძი, დარიჩინი და როზმარინი ნერვული სისტემის აქტივობას ზრდიან და აუმჯობესებენ ყურადღების კონცენტრაციას.

2. დამამშვიდებელი ზეთები:

ანისი, ორეგანო, ილანგ-ილანგი, ლავანდა, მანდარინი, გვირილა და სალბი ნერვული და კუნთების დაძაბულობის შემცირებას ეხმარებიან.

3. ადაპტოგენური ზეთები:

ბერგამოტი, ნაძვი, ღვია, ქაფური, კედარი, ფიჭვი, ჩაის ხე და ევკალიპტი ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებენ და ფსიქიკურ ტონუსს აწესრიგებენ.

ზოგ ზეთს, მაგალითად როზმარინს, ერთდროულად ორი - მასტიმულირებელი და ადაპტოგენური ეფექტი აქვს. არსებობს ძვირფასი ზეთები ერთდროულადდ სამი ეფექტით.

კვლევამ აჩვენა, რომ სურნელების გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს მეხსიერება. ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც სკოლის მოსწავლეებში ჩატარდა, როზმარინისა და გვირილის სუნი მოკლევადიანი მეხსიერების აღდგენაში დაეხმარა. თუმცა, სუნამოების მოქმედების ზუსტი მექანიზმი და ინდივიდუალური ეფექტი შემდგომ შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სუნამოების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება ინდივიდებს შორის განსხვავდებოდეს, რამაც შეიძლება მათ ეფექტზე გავლენა მოახდინოს.

ზოგადად, ცოცხალი ბუნების არომატები აუმჯობესებს ჯანმრთელობას, განწყობას და სიცოცხლისუნარიანობას, ხელს უწყობს სხეულის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას.

ახლა კი მოკლედ ზოგიერთი მცენარის სურნელის ზემოქმედების შესახებ:

რეჰანი –ამაგრებს ნერვებს და მძიმე დატვირთვის შემდეგ ასტიმულირებს გონებრივ საქმიანობას.

თავშავა – კარგია ქალებისთვის, რომლებიც მენსტრუაციის წინ, დროს ან შემდეგ დეპრესიას გრძნობენ. ასევე კლიმაქსის პერიოდში.

კრაზანა –სასარგებლოა მძიმე დანაკარგის, განქორწინების, განშორების დროს. მოკლედ, თუ გრძნობთ, რომ ყველაფერი დაინგრა…

კედარი – თუ დეპრესიული განწყობა არ გტოვებთ, არაფრის გაკეთება არ გსურთ, დადეთ საძინებელში 1–2 გირჩი ან ტოტი.

ლავანდა – ღრმა ძილს უწყობს ხელს და ამაღლებს შრომისუნარიანობას.

ლიმონი – ფიზიკური საქმიანობისთვის განაწყობს და ძალებს მატებს. ლიმონის სურნელი ორსულებს ტოქსიკოზის დაძლევაში ეხმარება. ამ სუნს ვერ იტანს ჩრჩილი.

ავშანი, აბზინდა – ხსნის თავის ტკივილს, ადუნებს კუნთებს, აძლიერებს იმუნიტეტს. მის სუნს ვერ იტანენ თაგვები და ჩრჩილი.

ვარდი –ასტიმულირებს სქესობრივ სფეროებს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. დამამშვიდებლად მოქმედებს, ხსნის თავის ტკივილებს.

გვირილა – ამშვიდებს და აძინებს.

როზმარინი – ებრძვის დეპრესიას, სისუსტეს, უძილობასა და თავის ტკივილს.

სვია – დამამშვიდებელი საშუალებაა.

ბეგქონდარა – ამშვიდებს ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით ალკოჰოლის ზედმეტი დოზის მიღების შემდეგ.

მოცხარი – ქმნის კარგ განწყობას, ხსნის დაღლილობას, განგაშის შეგრძნებას.

სალბი – ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის 35 წლის შემდეგ. ხელს უწყობს ჩასახვას.

ევკალიპტი – კურნავს სასუნთქ გზებს.

დარიჩინი – ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესს, ააქტიურებს ტვინის მუშაობას.

ესეც დაგაინტერესებთ:

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

როგორ მოქმედებს კაცის სურნელი ქალზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა