+18

როგორ მოქმედებს კაცის სურნელი ქალზე?

fun time

23:00 პარ. 16 აპრილი, 2021 წელი

როგორ მოქმედებს კაცის
სურნელი ქალზე?

14
დაკოპირებულია

თუკი კაცები ფსიქოლოგების ამ რჩევებს გაითვალისწინებენ, მილიონობით ქალის გულს დაიპყრობენ.

კაცებო, აღმოჩნდა, რომ გოგოები არამხოლოდ იმიტომ იცვამენ თქვენს პერანგებს, რომ ეს ჰოლივუდურ ფილმებში აქვთ ნანახი. ამ მოვლენის ფესვები უფრო ღრმად გადის, ხოლო სად, ეს კანადელმა ფსიქოლოგებმა გაარკვიეს.

ფსიქოლოგებმა კაცებს სუფთა პერანგები დაურიგეს და სთხოვეს, 24 საათის განმავლობაში არ გაეხადათ. ამ დროში მათ აუკრძალეს დეზოდორანტებისა და სუნამოების მოხმარება, მოწევა და მძაფრი გემოს მქონე საკვების მიღება.

შემდეგ, ფსიქოლოგებმა ეს პერანგები ქალებს მიუტანეს და სთხოვეს, დაეყნოსათ და ეთქვათ, რა სურნელს გრძნობდნენ ან მიმხვდარიყვნენ, რომელია მათი პარტნიორის ნაცვამი.
შედეგმა ფსიქოლოგები გააოგნა.

აღმოჩნდა, რომ ქალებში, რომლებიც მიხვდნენ, რომელი იყო მათი პარტნიორის ნაცვამი პერანგი, სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონემ დაბლა დაიწია. ხოლო ქალებმა, რომლებმაც სხვა კაცების პერანგები დაყნოსეს, აღელდნენ და მოსვენება დაკარგეს.

ფსიქოლოგებმა მიზეზად ევოლუციური ფაქტორები დაასახელეს: „ბავშვობიდან ადამიანებს უცნობების ეშინიათ, განსაკუთრებით კი კაცების, ამიტომ, უცხო ადამიანის სურნელი მათში შფოთვის რეაქციებს იწვევს, რაც კორტიზოლის დონეს ზრდის. ეს ყველაფერი კი გაუცნობიერებლად ხდება“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი მარლიზ ჰოფერი.

ფსიქოლოგების რჩევით, თუკი სახლის დატოვებას დიდი ხნით აპირებთ, სასურველია, თან წაიღოთ ნივთი, რომელიც საყვარელ ადამიანს ეკუთვნის. ამით ოჯახთან განშორების სტრესი მოგეხსნებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში