,,დიდი ბრძოლა გველის, დაუნდობელი, სადაც ან დიდგორს იხილავთ, ან ვატერლოოს"- სანდრო ბრეგაძე

INTERNET დაიჯესტი

16 ივნისი 16:08

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

„ქვეყანა ლიბერასტულ ჭაობშია და კაცისშვილი განმკითხავი არაა. საშინელი საყურებელია, როდესაც ხედავ თუ როგორ სპობენ, როგორ ასაჭურისებენ მომავალ თაობას, ანადგურებენ ლამაზი სიტყვით, თავისუფლებისთვის ყალბი ბრძოლით, აბრუებენ ნარკოტიკებით, იზიდავენ განუსაზღვრელი გარყვნილებით.


ჩემი თაობისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა 1989 წლის 9 აპრილთან ასოცირდებოდა, ახლა „ბასიანის” ნარკობარონების მიტინგებთან, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ესენი ამფიტამინის-ექსტაზის-სუბუტექსის ლეგალიზაციისთვის. ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს, ხელოვანებს ცისფერი, ხოლო ხალხს თავისუფლების ცნება.


თავისუფლება რომელიც ამაღლებულ იდეას ეყრდნობოდა,ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციამდე დასცეს, მიწაზე დაანარცხეს, არსი შეუცვალეს, ხოლო რეალობაში ხალხი ლიბერასტული ჭუჭყის მონებად აქციეს.


ისტორიაში თანასწორობა თუ, მოქალაქის უფლებების დაცვასთან ასოცირდებოდა, ახლა გარყვნილი სექსუალური გადახრების პროპაგანდადაა ქცეული, რომელშიც ყველაფერი სულიერი გამორიცხულია და ცხოველურ ინსტიქტებამდეა დასული.


მივექანებით დიდი ქართველი ერის განადგურების უფსკრულში და თავადაც ვერ ვხვდებით რომ ჩვენი სიჩუმით ქართველთა გადაგვარებას ვუწყობთ ხელს.


ხანდახან იღლები ჭეშმარიტების მტკიცებით, ნიჰილიზმი გიპყრობს, ბრძოლის ჟინი გიქრება,ფიქრობ თავი მიანებო ყველაფერს და ჩვეულებრივ კონფორმისტად იქცე, თუმცა ეს ხომ შეუძლებელია, შეუძლებელია იმის გამო, რომ უკან დასახევი გზა ჩახერგილია, ერის გაქრობამდე აღარაფერია დარჩენილი – დიახ !!!


ქართველობა გაქრობის ასეთი რეალური საფრთხის წინაშე არასოდეს ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში წინ ერთი დიდი ბრძოლა გველის, გადამწყვეტი და დაუნდობელი, სადაც ან დიდგორს იხილავთ ან ვატერლოოს! უფალმა გაგვამარჯვებინოს,“- წერს სანდრო ბრეგაძე.

დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?