ბინები დღიურად თბილისში
11:45 ხუთ. 25 აპრილი
როცა საქართველოზე, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ქვეყანაზე ვსაუბრობთ, თბილისი ამ ყველაფრის ნამდვილ გვირგვინად გვევლინება. ის ქვეყნის მდიდარი ისტორიისა და ცოცხალი კულტურის ნამდვილი დადასტურებაა. თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, რაც მის მულტიკულტურულობასთან ერთად, სიძველისა და სიახლის, ევროპულობისა და აზიურობის, შერწყმასაც გულისხმობს.
ამბობენ, რომ თბილისი უფრო შემოდგომის ქალაქია, ალბათ, თბილისობის აღნიშვნის ტრადიციაც ამას უკავშირდება, მაგრამ აქაურობის აღმოსაჩენად არც გაზაფხულია ნაკლებად მშვენიერი სეზონი. ამ დროს ქალაქი სულ სხვანაირად ახმაურდება ხოლმე, აქაური პარკები მწვანდება და ყველაფერი გაცილებით ცოცხალი და ლამაზია, ვიდრე ზამთარში იყო. ამ სტატიაში ვისაუბრებთ თბილისზე, როგორც ტურისტულ ადგილზე, რომელიც მიმზიდველია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურისტებისთვის. არც ის დაგავიწყდეთ, აქაურიც რომ იყოთ, ამ ქალაქში ახლის აღმოჩენა ყოველთვის შესაძლებელია.
ძველი ქალაქის ხიბლი
ძველი თბილისის ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები ნამდვილად დროში მოგზაურობის გზაა. მათ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები უკავშირდებათ. სეირნობისასაც კი იგრძნობთ, რომ ეს ის ადგილებია, სადაც საუკუნეებისა და წლების განმავლობაში იქმნებოდა ქართული კულტურა, ის, რითაც ასე ძალიან ვამაყობთ ყველგან.
იტალიური ეზოები, თბილისური აივნები, ქვაფენილები, ვიწრო ქუჩები, ხელოვნების ნიმუში სადარბაზოები, ფერადი კარები - მთელი ეს სიძველის შეგრძნება იდეალურად ერწყმის თანამედროვე ან ვინტაჟურ კაფეებს, რომელთაც თბილისის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ვერისა და სოლოლაკის ქუჩებში ქალაქის სულის შეგრძნების შემდეგ, არ გამოტოვოთ შანსი, ეწვიოთ ნარიყალას ციხეს. ლეგენდის თანახმად, ნარიყალა ვახტანგ გორგასლის აშენებულია.ისტორიული მნიშვნელობის გარდა, ეს, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ქალაქის ხედით დასატკბობად.
მოინახულეთ ქართლის დედა, რომელიც ამ ქალაქის და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის სიმბოლოც არის: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვარეთათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.
სოლოლაკის გორიდან, სადაც ქანდაკება დგას, იშლება ხედი თბილისის ბოტანიკურ ბაღზე.
ძველ თბილისზე საუბარი, ალბათ, შორს წაგვიყვანს, აქ უამრავი რამეა სანახავი და უფრო მეტი - შესაგრძნობი. დაგეგმეთ გასეირნება ძველ თბილისში, იქამდე მოიძიეთ ინფორმაცია თითოეულ ადგილთან დაკავშირებით ან იპოვეთ ქალაქის საფეხმავლო ტური და ისიამოვნეთ.
თანამედროვე თბილისი
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი დიდი ისტორიის ქალაქია,მისი თანამედროვე ნაწილიც საკმაოდ შთამბეჭდავია.
გაისეირნეთ რუსთაველის, ქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც მრავლადაა მუზეუმები, გალერეები და თეატრები.
აუცილებლად ესტუმრეთ ცისფერ გალერეას, რომლის ფონდშიც 30 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.
აქ ინახება ისეთი ქართველების ნახატები, როგორებიც არიან: ნიკო ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და ა.შ..
ეროვნული გალერეის შემდეგ შეგიძლიათ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსაც ესტუმროთ, მუზეუმში დაცულია საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები.
თუ ოპერაც გაინტერესებთ, დაგეგმეთ ერთი საღამო და ესტუმრეთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს.
სპექტაკლის გარდა, რომელიც თბილისში თქვენს ვიზიტს დაემთხვევა, საინტერესოა, თავად ოპერის შენობაც, რომელიც ვორონცოვის თაოსნობით ააშენა იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერმა.
თანამედროვე თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა მშვიდობის ხიდიც, რომელიც გადის მდინარე მტკვარზე და გთავაზობთ ულამაზეს ხედებს ქალაქის ჰორიზონტზე.
დატვირთულ თბილისშიც კი შეგიძლიათ გაექცეთ ქალაქის აურზაურს და ჩაიძიროთ თბილისის ბუნებრივ სილამაზეში.
გაემართეთ მთაწმინდის პარკისკენ, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით, აქვე გემრიელად ივახშმოთ, ბავშვები გაართოთ და ა.შ..
შეგიძლიათ ახლომდებარე თბილისის ზღვაზეს გაისეირნოთ, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ქვიშიან პლაჟებზე. შეგიძლიათ ისეირნოთ ლისისა თუ კუს ტბაზე, მიირთვათ ფინჯანი ყავა ბუნებაში და ა.შ..
მოკლედ, მიუხედავად ქალაქის სიდიდისა და აქტიურობისა, თბილისში ყველანაირი დასვენების მსურველთათვის მოიძებნება ადგილი.
გასტრონომიული თავგადასავლები
თბილისის ღირსშესანიშნაობების არც ერთი ტური არ იქნება სრულყოფილი ქალაქისა და ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნების გარეშე.
აქ გასინჯავთ საუკეთესო ხინკალს, საუკეთესო ხაჭაპურს, ფხალეულს, მწვადს და ა.შ.. ქალაქში შეხვდებით, როგორც ტრადიციულ რესტორნებს, ასევე ევროპულ და აზიურ სამზარეულოს. ასე რომ აარჩიეთ თქვენთვის მიმზიდველი ვარიანტი და შეიგრძენით ქალაქის სული.
თავისი მდიდარი ისტორიით, ცოცხალი კულტურით და განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზით, თბილისში სტუმრობა, თუ საკუთარ ქალაქშივე ტურისტობა იდეალური.
ბინები დღიურად თბილისში ძალიან მარტივად შეგიძლიათ იქირაოთ. მეტიც, თქვენი დასვენების დასარჩენი, შეიძლება ტურის ნაწილად აქციოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბინები დღიურად შეიძლება იქირაოთ ქალაქის ძველ ნაწილშიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან