ამბები

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ეკო ტატულაშვილი

13:24

PSP

14
დაკოპირებულია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს სააფთიაქო ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი პროდუქტი „რაუნდ ლაბის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.

ბრენდი რამდენიმე ხაზს აერთიანებს ღრმა ჰიდრატაციის და მგრძნობიარე კანის მოვლის (Dokdo Line), ინტენსიური დატენიანების და ტენიანობის ბალანსის (Birch Juice Line), დამამშვიდებელი მოვლის (Pine Calming Cica line), კანის ბარიერის გამაძლიერებელი (Soybean Panthenol Line), ასაკობრივი კანის მოვლისა და ელასტიკურობის (Camellia Line), გამაღიავებელი ეფექტისა და პიგმენტური ლაქების მოვლის (Vita Line).

კანის ბალანსის დაცვა ბუნებრივი ინგრედიენტით განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვთა და ჩვილების მოვლისთვის. ROUND LAB ბავშვთა მოვლის ხაზი Baby Mild შექმნილია პატარების კანის სათუთი და უსაფრთხო მოვლისთვის.

სამხრეთ კორეული თავის მოვლის ბრენდი „რაუნდ ლაბი“ 2017 წელს დაარსდა. K-beauty მიმართულებაში დღეს ის ერთ - ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ ბრენდად მიიჩნევა. განსაკუთრებით, ბუნებრივი შემადგენლობის ფორმულების, მგრძნობიარე კანისთვის უსაფრთხო პროდუქტებისა და მინიმალისტური შემადგენლობის ეფექტური და უსუნო პროდუქციის გამო.

“თავის მოვლის მსოფლიო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანის გარდა, PSP მომხმარებლისთვის ცნობილია კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას პირველმა გააცნო და მუდმივად ხელმისაწვდომს ხდის ახალ კორეულ ბრენდებს. ამჯერად კორეული პრემიუმ ბრენდი „რაუნდ ლაბ“ გვინდა გავაცნოთ საზოგადოებას, რომლის ფილოსოფია ეფუძნება იდეას - “Better Skin, Better Round” და აერთიანებს კორეის ბუნებრივი რესურსებით შთაგონებულ, ნაზ და ეფექტურ კანის მოვლის პროდუქტებს. კორეული ბუნების ძალის პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლის, მათ შორის ბავშვების კანის სამსახურშია“, - აცხადებენ PSP-ში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fas...

psp

წლის მთავარი მოვლენა "თბილისის ვისკ...

თბილისის ვისკის
ფესტივალი

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე —...

psp

რატომ ირჩევენ ადამიანები თბილისის ს...

თბილისი

სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance...

Wizer Insurance

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავ...

CLIO

5 გავრცელებული შეცდომა სესხის აღები...

credo

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პ...

psp

ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის...

ეთერ ქემერტელიძე