ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოგზაურობის მსურველებს კოვიდ დაზღვევის პაკეტს სთავაზობს

ეკო ტატულაშვილი

13:02 ორშ. 28 ივნისი, 2021 წელი

„ჯიპიაი ჰოლდინგი“
მოგზაურობის მსურველებს
კოვიდ დაზღვევის პაკეტს
სთავაზობს

14
დაკოპირებულია

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ახალ პროდუქტს - კოვიდ დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აერთიანებს სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევას.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტანდარტულ სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, ამ დაზღვევის შეძენისას მომხმარებელს საშუალება ექნება საზღვარგარეთ ყოფნისას საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ჯიპიაის პროვაიდერ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრებში ჩაიტაროს კოვიდის დიაგნოსტირება და გართულების შემთხვევაში იმავე კლინიკაში იმკურნალოს.

კომპანია კოვიდ დაზღვევას საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსაც ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. საერთაშორისო ვიზიტორები ჯიპიაის სადაზღვევო პაკეტის ყიდვას საზღვარზევე, ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში და მომსახურე ტურისტულ სააგენტოებში შეძლებენ. საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი პარტნიორ კლინიკებში კოვიდის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს ჯიპიაი დააფინანსებს.

ახალი კომბინირებული პროდუქტის შესაძენად ქართველმა მომხმარებლებმა უნდა დარეკონ ჯიპიაის ცხელ ხაზზე. კოვიდ დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელია პარტნიორ ტურისტულ კომპანიებში. პოლისით სარგებლობა 1-დან 70 წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია. პოლისის გასააქტიურებლად კი დაზღვეულმა მინიმუმ 7-დღიანი პაკეტი უნდა შეიძინოს.

ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი კოვიდ დაზღვევის შეძენა დღეში 5 ლარიდან შეგიძლიათ. პროდუქტის ღირებულება დასაზღვევი დღეების მატებასთან ერთად იკლებს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. კომპანიის კომბინირებული სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია და ახლა უკვე Covid 19-ით გამოწვეულ სამედიცინო ხარჯებსაც. პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EUR/USD ფარგლებში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბინები დღიურად თბილისში

თბილისის ანძა

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი