ამბები

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში  - სელფი მობაილმა თბილისი, გუდაური და ბაკურიანი დაფარა

ეკო ტატულაშვილი

17:42 სამ. 19 დეკემბერი, 2023 წელი

სელფი

14
დაკოპირებულია

საქართველოში მობილური ტექნოლოგიების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, დღეს გუდაურში, ოფიციალურ ცერემონიაზე, მოწინავე ტელეკომუნიკაციების სფეროში ტექნოლოგიის, 5G-ის დანერგვა აღნიშნა.

5G ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს მომსახურების ფუნდამენტურად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, უკვე სრულად ხელმისაწვდომია გუდაურსა და ბაკურიანში, ასევე თბილისის ორ უბანში - დიდუბესა და დიდ დიღომში.

სელფის 5G ქსელი თბილისში საპილოტე რეჟიმში 21 ნოემბერს ჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმდა.

კონტრაქტის ფარგლებში სელფი 5G-ს მთელი საქართველოს მასშტაბით ავითარებს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის წარმატებით და სრულყოფილად დასანერგად საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.

სელფი საქართველოში მოწინავე ციფრული მობილური ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ინოვაციების შემოტანით. სელფის სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაშია კომპანიის გადაწყვეტილება, დაენერგა საქართველოში პირველი 5G.

სელფი, არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს 5G ქსელის შენებას.

ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და მინიმუმამდე შეამცირებს შეფერხებებს, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადავა ისეთ უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრ...

Rascals

26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHAR...

psp

ამერიკული ჰოსპიტალი - სტამბოლი  - ს...

ამერიკული ჰოსპიტალი

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვ...

N1 პრობიოტიკული ბრენდი
გერმანულენოვან ქვეყნებში
— OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

„ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზი...

2026 წლის 1 იანვრიდან
საქართველოში შემომსვლელი
უცხოელი ვიზიტორებისთვის
ჯანმრთელობის დაზღვევა
სავალდებულო გახდა.
სადაზღვევო კომპანია
„ვაიზერი“ საქართველოში
შემომსვლელ ტურისტებს
სავალდებულო დაზღვევის
მარტივ, სწრაფ და სრულად
ონლაინ სერვისს სთავაზობს.

დავით გოგიჩაიშვილის რეპი: „ოდა კარგ...

მეგა ანბოქსინგი და დათო
გოგიჩაიშვილის რეპი

„უზბეკეთი აჩქარებს ინდუსტრიული ზონე...

„იანგი ავლოდი“

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო...

ქართული ბრენდის დღეზე

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

psp