ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სასურველ პროდუქტად დასახელდა

ეკო ტატულაშვილი

11:35 ოთხ. 27 სექტემბერი, 2023 წელი

ჯიპიაი

14
დაკოპირებულია
  • სადაზღვევო ბაზრის კვლევა

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტი. თბილისის მაცხოვრებელთა განწყობა კვლევითმა ორგანიზაცია, „ეისითიმ“ შეისწავლა. კითხვაზე, ახლა რომ იღებდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის გადაწყვეტილებას, რომელ კომპანიას მიმართავდით პირველ რიგში? - გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ასახელებს. კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევა სასურველია როგორც კერძო დაზღვევის მომხმარებლებისთვის, ისე არა მომხმარებლებისთვის.

კითხვაზე - რომელ კომპანიას აქვს საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა? - გამოკითხულთა უმრავლესობა ამ შემთხვევაშიც „ჯიპიაის“ ემხრობა.

სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულების დირექტორი, ბესიკ ფესტვენიძე: „კომპანიის ლიდერობას ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, მრავალფეროვანი პროდუქტები განაპირობებს. ჩვენ პირველები ვიყავით საცალო ბაზარზეც და შემოვიტანეთ ინდივიდუალური დაზღვევა. საცალო მიმართულებით ბაზრის 65% გვიჭირავს, თუმცა პირველები ვართ ასევე კორპორაციულ დაზღვევაშიც. მომხმარებელს ისეთი უნიკალურ სერვისებს ვთავაზობთ, როგორიც მაგალითად დისტანციური დადასტურების სქემაა. „ჯიპიაის“ დაზღვეულებს 100-ზე მეტ კლინიკაში შეუძლიათ სერვისების მიღება მარტივად - პირადობით ან სადაზღვევო ბარათით. ყველა საკითხის მოგვარება ადგილზე, რეგისტრატურაშია შესაძლებელი - მომხმარებელი იხდის მხოლოდ თავის წილს, მიმართვის გენერირება კი ონლაინ - აპლიკაციითააცაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი გამარტივებული სერვისები განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას. თუმცა მოქნილ მომსახურებასთან ერთად ჩვენს მომხმარებელს ხარისხიან, მორგებულ პროდუქტებსაც ვთავაზობთ. შედეგი სახეზეა - ამ მიმართულებით წლებია პირველები ვართ. „ეისითის“ კვლევებიც ადასტურებს, რომ „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სასურველია, ჩვენი პროდუქტები კი საუკეთესო“.

განსაკუთრებით მაღალია „ჯიპიაის“ პროდუქტის - ონკოქეარის ცნობადობა. სპონტანური ცნობადობა 42% -ს შეადგენს. ონკოქეარი უნიკალური პროდუქტია. ის ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დიაგნოსტიკის შემთხვევაში. დაზღვეულებს ასევე „საერთაშორისო კონსილიუმი“-ით სარგებლობის საშუალებაც აქვთ - ეს არის სერვისი, რომლის დახმარებითაც პაციენტს შეუძლია სამედიცინო ისტორია და დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადააგზავნოს და ე.წ მეორე აზრი მოისმინოს.

ორგანიზაცია „ეისითიმ“ მომხმარებელთა განწყობა არამხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით შეისწავლა. გამოკითხულთა უმრავლესობა „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ავტოდაზღვევის მიმართულებითაც ლიდერად მიიჩნევს. კითხვაზე, რომელ კომპანიას აქვს საუკეთესო ავტოდაზღვევა? - პასუხი ამ შემთხვევაშიც „ჯიპიაია“.

არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე: კვლევა ადასტურებს, რომ მომხმარებელი ირჩევს სწორედ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტოდაზღვევას. ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ვმუშაობთ, იმისთვის რომ ყველა პროდუქტი მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს მოვარგოთ. სწორედ მოქალაქეთა დაკვეთის შესაბამისად შევქმნით მაგალითად ავტოფიქსი. ავტოდაზღვევა დაბალი ფასითა და ფიქსირებული ლიმიტებით. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ჩვენი დაზღვევის ყველა პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და კომფორტულია.“

კვლევა კომპანია „ეისითიმ“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაკვეთით, 2023 წლის ივნისში ჩაატარა. კვლევითმა ორგანიზაციამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თბილისის მასშტაბით 918 პირი გამოკითხა. რაოდენობითი კვლევა სატელეფონო ინტერვიუს გზით შედგა. ინტერვიუს ხანგრძლივობა 10-12 წუთს შეადგენდა. ცდომილების ზღვარი +-3,2%-ს შეადგენს, 95%-იანი საიმედოობის პირობებში.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორაციული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ისლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ავირჩიოთ ბინა გასაქირავებლად?

შეიძინე ზაფხულის
საბურავები ფასდაკლებით
Tegetashop.ge-ზე

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნ...

PSP

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

„ქართული კლასიკური
მუსიკის საღამოები“

ჯიპიაის, Mastercard-ის და ლიბერთის,...

ჯიპიაი

PSP მომხმარებელს ახალი კონცეფციის ა...

PSP

ბინები დღიურად თბილისში

თბილისის ანძა

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი