ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მხოლოდ ერთ დღეში 100-მდე ავტოსაგზაო შემთხვევის ზარალი დაარეგულირა

ეკა ტიკარაძე

17:42 ხუთ. 18 თებერვალი, 2021 წელი

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“
მხოლოდ ერთ დღეში 100-მდე
ავტოსაგზაო შემთხვევის
ზარალი დაარეგულირა

14
დაკოპირებულია

უამინდობისა და უხვად მოსული ნალექის გამო, გუშინ ჯიპიაი ჰოლდინგში დაზღვეული 74 ავტომობილი დაზიანდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს რიცხვი  ყოველდღიური ზარალიანობის მაჩვენებელზე, საშულოდ 5-ჯერ მეტია. ჯიპიაის ზარალების რეგულირების სამსახური მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. ინფორმაციას „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, ავტომობილების დაზიანებების ძირითადი მიზეზი გაუწმენდავი გზები და ხის დაცემა გახდა. ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა, 51 ზარალი თბილისში დაფიქსირდა, 23 რეგიონებში. 39 ზარალის დარეგულირება ადგილზევე მოხდა. ანაზღაურების სახით კომპანიამ 25 980 ლარი უკვე გასცა. 35 შემთხვევაზე დაწყებულია დარეგულირების პროცესი.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავტოდაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია და 2020 წლის მონაცემებით მას ბაზრის 17% უჭირავს. კომპანიამ 2020 წელს ავტოდაზღვევის მიმართულებით 9 128 070 მილიონი ლარი აანაზღაურა.

ჯიპიაის ავტოდაზღვევა ყველა გავრცელებული რისკისაგან დაგაზღვევთ: ავარია, ქურდობა, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქია და სხვა. კომპანიის ზარალების რეგულირების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და გამოირჩევა სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. ჯიპიაიში ავარიის შესახებ განაცხადის გაკეთება და ანაზღაურების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი. 1000 ლარამდე ზარალი კი დაზღვეულს ადგილზე უნაზღაურდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბინები დღიურად თბილისში

თბილისის ანძა

GM PHARMA უწყვეტი ტექნოლოგიურ განვი...

GM PHARMA

კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თა...

PSP

პირველი სრულყოფილი  5G საქართველოში...

სელფი

შამპანურის კოქტეილები სადღესასწაულო...

შამპანურის კოქტეილები

აჭარაბეთ არენაზე ასლან ბალაძის ვარს...

არენა

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

კომპანია „ჯორჯიაფაი“

სად შეიძენთ საუკეთესო ხარისხის ტელე...

ტელევიზორები იაფად

მხარდამჭერთა გუნდი - დაზღვეულთა მომ...

ჯიპიაი