ამბები

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“

ეკა ტიკარაძე

15:48 ოთხ. 26 ივნისი, 2024 წელი

„ქართული კლასიკური
მუსიკის საღამოები“

14
დაკოპირებულია

27 ივნისს 19:00 საათზე ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ რიგით პირველი კონცერტი გაიმართება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ : თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების " ორგანიზატორი, ლიზი რამიშვილი - ჩელო, გიორგი შავერზაშვილო კომპოზიტორი, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ვალერიან შიუკაშვილი - ფორტეპიანო, დავით ალადაშვილი - ფორტეპიანო, ნინო უშიკიშვილი- ფორტეპიანო, გიგი პიანომენი - ფორტეპიანო, ირაკლი ევსტაფიშვილი - ფლეიტა, დიმიტრი ბოქოლიშვილი - კლარნეტი, ნინო ჟვანია - ფორტეპიანო, ნათია ბერაია - ფორტეპიანო , ნათია ქავთარაძე - ფორტეპიანო ლანა გულდედავა - ფორტეპიანო, სულხან გველესიანი-ბარიტონი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა პოპულარიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. წელს კონცერტები ჩატარდება თბილისსა და გორში.

კონცერტების სერია მოიცავს ქართულ კლასიკურ რეპერტუარს, რომელიც გააერთიანებს როგორც ჩვენი დიდი ქართველი კომპოზიტორების შედევრებს, ასევე ახალ ქართულ ნაწარმოებებს, ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად, როგორებიც არიან: ო.თაქთაქიშვილი, ბ.კვერნაძე, გ.ყანჩელი, ა.მაჭავარიანი, მ.დავითაშვილი, ა.შავერზაშვილი, ნ.გაბუნია, ვ. აზარაშვილი და სხვები. კონცერტებზე შედგება ახალი ქართული ნაწარმოებების პრემიერა.

გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლები. ამ მხრივ, ეს პროექტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს და თავს მოუყრის ქართველი მსმენელის წინაშე საქართველოში მცხოვრებ იმ ქართველ მუსიკოსებს, რომელთა მაღალი საშემსრულებლო დონე ყოველთვის ასახელებს ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ კულტურას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტი წელს მოიცავს სამ კონცერტს. ორი ჩატარდება თბილისში კონსერვატორიის მცირე დარბაზში 27 და 28 ივნისს, ხოლო მესამე კონცერტი - გორის მუსიკალურ სასწავლებელში. მომავალში ღონისძიება გაფართოვდება და ჩატარდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონ...

მიკრობიოტი

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდე...

Wizer

„ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მ...

„ბრავოსა“ და „ბისის“
შეძახილებით, მქუხარე
აპლოდისმენტებითა და
ფეხზე დგომით უმადლოდა
პუბლიკა ჩვენს
მუსიკოსებს“ – „ღამის
სერენადების“ პირველმა
თბილისურმა კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა

5 წესი, რომელიც ენტეროვირუსის სეზონ...

5 წესი, რომელიც
ენტეროვირუსის სეზონზე
თქვენ და თქვენს შვილებს
დაგიცავთ

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად...

SmartPharm

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

ღამის სერენადები

თამარ ლიჩელმა ბათუმში მასტერკლასები...

მასტერკლასი

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლე...

ღამის სერენადები