ამბები

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკურსელი ხარ

ეკა ტიკარაძე

16:34 სამ. 30 მარტი

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ
14
დაკოპირებულია

აბიტურიენტობის პერიოდში ხშირად გვგონია, რომ ყველაზე რთული მისაღები გამოცდების ჩაბარება და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრაა. სინამდვილეში მთავარი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა პირველ დღეს, უკვე მარტო ცდილობ იპოვო ჯერ შენი ფაკულტეტი, შემდეგ შენი ჯგუფი, აირჩიო და დარეგისტრირდე საგნებზე სწორად და, უბრალოდ, მიაგნო იმ აუდიტორიას, სადაც პირველი ლექცია ტარდება.

დაბნეული პირველკურსელები ზოგს აღიზიანებს, ზოგს კი - ახალისებს, თუმცა თავად ახალბედა სტუდენტებს სულაც არ სცხელათ გასართობად.

მაშ ასე: რა სირთულეებს შეიძლება წააწყდე, თუკი პირველკურსელი ხარ?

ჩარიცხვა და უნივერსიტეტში რეგისტრაცია

უნივერსიტეტში პირველი ვიზიტის დროს, აუცილებელია ნახო სპეციალურად პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარადგენ, მათ ჩამონათვალს კი უნივერსიტეტის ვებგვერდზე ნახავ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დღესვე გაარკვიო, სად მდებარეობს შენი ფაკულტეტის დეკანატი - მათთან ურთიერთობა ხომ შენი სტუდენტობის განუყოფელი ნაწილი იქნება.

ლექციების ცხრილი

ზოგიერთ უნივერსიტეტში საჭიროა საგნების არჩევა და უნივერსიტეტის შიდა პორტალზე დარეგისტრირება. დაბნეულობა მაშინ იზრდება, როცა არ იცი, რომელია სავალდებულო საგნები; რა საგნები უნდა გქონდეს გავლილი, რომ აირჩიო ესა თუ ის მიმართულება; საერთოდაც, რას ნიშნავს ბოლონიის პროცესით მინიჭებული კრედიტები საგნებზე და ა.შ.

ლიტერატურა და აუდიტორიები

ალბათ ყველას გახსოვთ სცენა ჰარი პოტერიდან, სადაც დაბნეული ჰარი და რონი მაკგონაგელის პირველ ლექციაზე იმიტომ იგვიანებენ, რომ აუდიტორიას ვერ აგნებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში თავის ნებაზე მოსიარულე კიბეებსა და გამქრალ და გაჩენილ აუდიტორიებს ვერ შეხვდებით, განსაკუთრებით პირველ სემესტრში საკმაოდ რთულია სასურველი აუდიტორიის პოვნა, მით უფრო მაშინ, თუკი უნივერსიტეტის შენობა საკმაოდ დიდია და რამდენიმე კორპუსშია განაწილებული. გარდა ამისა, სასურველია, პირველივე კვირაშივე მოაგვაროთ ბიბლიოთეკაში ჩაწერის საკითხიც, რადგანაც შეიძლება სულ მალე აღმოაჩინოთ, რომ იშვიათი სახელმძღვანელოს ერთადერთი ეგზემპლარი უკვე გატანილია და არავინ იცის, როდის დააბრუნებენ.

ამ და სხვა სირთულეებში დასახმარებლად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სპეციალური კადრია გამოყოფილი. სტუდენტების მენტორი პირველკურსელებს (და არამხოლოდ) სწორედ ასეთ და სხვა, უფრო მასშტაბურ პრობლემებსაც უგვარებს. მისი წყალობით, ყველაზე დაბნეული პირველკურსელიც კი ახერხებს ამ და სხვა, უფრო რთულ საკითხებთან შეჭიდებას და მათ გადალახვას.

თუკი აბიტურიენტი ხარ და გეგმავ, 2021 წლის შემოდგომაზე სტუდენტი გახდე, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის არჩევაა. გაეცანი უნივერსიტეტის მიმზიდველ შეთავაზებებს ვებგვერდის საშუალებით და აირჩიე 115!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფ...

ხელოვნება კალათბურთის
მოედნებზე - ფესტივალ
„ნიკო“-ს და responsible.ge-ს
11პროექტი

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

გამოსცადე სტუდენტობა
100%-ითq1

ცხოვრება დიაგნოზით - ავთვისებიანი ს...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თა...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთ...

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატე...

რა კომპონენტებისგან
შედგება წარმატებული
სტუდენტობა?