ამბები

რა უნდა იცოდე, თუკი მობილობისთვის ემზადები

ეკო ტატულაშვილი

11:23 ხუთ. 4 თებერვალი, 2021 წელი

რა უნდა იცოდე, თუკი
მობილობისთვის ემზადები 3

14
დაკოპირებულია

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობის პროცესი 28 იანვარს დაიწყო და რეგისტრაცია 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე გაგრძელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე: students.emis.ge.

შესაბამისად, სწორედ ახლაა დრო, გავაკეთოთ არჩევანი ისეთ უმაღლეს სასწავლებელზე, რომელიც გამორჩეულია სტუდენტებზე ადაპტირებული თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული კვლევითი ცენტრებით/ლაბორატორიებით, გაცვლითი პროგრამებით ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი ლექტორებით.

დიახ, საუბარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე (CIU), რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი უნივერსიტეტია. გარდა ზემოთაღნიშნულისა, კსუ შემდეგ უპირატესობებს გთავაზობთ:

  • 100%, 50% ან 20%-იანი სემესტრული სტიპენდია (სწავლის საფასურის ოდენობით)
  • 20%-იანი დაფინანსება ოქროს მედალზე, ვერცხლზე - 10%
  • გადახდა 6 ნაწილად ან შენთვის მოსახერხებელი გრაფიკით
  • მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება
  • დასაქმების ხელშეწყობა

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ მობილობა სამაგისტრო პროგრამაზე გადაწყვიტეთ და ამასთანავე, საბაკალავრო საფეხური დასრულებული გაქვთ 3.5 და მეტ GPA-ზე, კსუ-ში სწავლას 50%-იანი შიდა გრანტით გააგრძელებთ.

აქტიური სასწავლო პროცესის პარალელურად, სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტუდენტური სივრცეებითა და სხვადასხვა სპორტული, კულტურული თუ ინტელექტუალური კლუბებით.

აღსანიშნავია უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების, ფერადი ინტერიერის ბიბლიოთეკა, რომელიც სტუდენტთა თუ სხვა დაინტერესებულ პირთა აღფრთოვანებას იწვევევს. აქ გატარებული დრო შემეცნებითი და ახალი თავგადასავლებით აღსავსეა თითოეული მათგანისთვის.

უნივერსიტეტის მეგობრულ გარემოს კიდევ უფრო ამყარებს „სტუდენტი მენტორის“ ინსტიტუტი. აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული მენტორი პირველკურსელებს საუნივერსიტეტო ცხოვრების თავისებურებების გარკვევასა და სასწავლო პროცესში სრულფასოვან ჩართვაში ეხმარება.

სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, რომლითაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი სტუდენტი სარგებლობს, რაც მათ ახალ განვითარების სივრცესა და შემდგომში უკვე ღირსეულად დასაქმების პოტენციალს აძლევს.

სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვა ხომ კსუ-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უნივერსიტეტში აქტიურად საქმიანობს კარიერული განვითარების სამსახური, რომელიც სხვადასხვა პროექტებით ხელს უწყობს სტუდენტთა კარიერულ ზრდას. ასევე, უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან, რაც დასაქმების პროცესში დამატებითი ფაქტორია.

ერთ-ერთი ბოლო და გამოსარჩევი სიახლეა უნივერსიტეტის მასკოტი - „მისტერ შეპარდი“. წარმატების, თავისუფლებისა და სილაღის სიმბოლო, კავკასიური (ქართული) ნაგაზი „მისტერ შეპარდი“ ჩვენი განუყრელი მეგობარი იქნება სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ ღონისძიებებზე - იქ, სადაც ჩვენს სტუდენტებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდების განვითარების უნიკალური სივრცეა - სასწავლო-შემეცნებითი პროცესი, გართობა და დაუვიწყარი სტუდენტური თავგადასავლები!

ასე რომ, თუკი 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის მობილობა გადაწყვეტილი გაქვთ, კსუ ამისთვის საუკეთესო არჩევანია.

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-საიტზე: https://ciu.edu.ge/news/index/2020-2021-saswavlo-wlis-gazafxulis-semestris-mobiloba


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პირველი აკრედიტებული სამეცნიერო კონ...

მიკრობიოტი

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდე...

Wizer

„ბრავოსა“ და „ბისის“ შეძახილებით, მ...

„ბრავოსა“ და „ბისის“
შეძახილებით, მქუხარე
აპლოდისმენტებითა და
ფეხზე დგომით უმადლოდა
პუბლიკა ჩვენს
მუსიკოსებს“ – „ღამის
სერენადების“ პირველმა
თბილისურმა კონცერტმა
ანშლაგით ჩაიარა

5 წესი, რომელიც ენტეროვირუსის სეზონ...

5 წესი, რომელიც
ენტეროვირუსის სეზონზე
თქვენ და თქვენს შვილებს
დაგიცავთ

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად...

SmartPharm

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

ღამის სერენადები

თამარ ლიჩელმა ბათუმში მასტერკლასები...

მასტერკლასი

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლე...

ღამის სერენადები