ამბები

ვენის სადაზღვევო ჯგუფი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი ხდება და მდგრადი განვითარების მიზნებს უერთდება

ეკო ტატულაშვილი

11:03 პარ. 26 მარტი

ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გაეროს გლობალური
შეთანხმების ქსელის წევრი
ხდება
14
დაკოპირებულია

500 მილიონი ევროს მწვანე ობლიგაცია წარმატებით განთავსდა. 

2021 წლის 8 მარტს ვენის სადაზღვევო ჯგუფი გაერო გლობალ კომპაქტის - სოციალური პასუხისმგებლობისა და მგდრადი განვითარების შეთანხმების მსოფლიოს ქსელის წევრი გახდა. შესაბამისად, ჯგუფი შეუერთდა გაეროს ათ ძირითად პრინციპს, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, შრომის უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებებთან და ანტი-კორუცფციულ საქმიანობასთან - ეს ის სფეროებია, სადაც კოპმანია მნიშვნელოვან პროექტებს უკვე წლებია ახორციელებს.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 13 000 კომპანიიდან რომელიც ამ დროისთვის ამ ინიციატივას აწერს ხელს. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ამავდროულად გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელმომწერია და თავისი გავლენის სფეროში აქტიურად მუშაობს ამ მიზნების შესრულებაზე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა 2019 წლიდან შედის ჯგუფის მდგრადი განვითარების ანგარიშში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს გაეროს 17 მიზნიდან 4-ის განხორციელებაში: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კლიმატის ცვლილებები, მდგრადი ქალაქები და საზოგადოებები და გენდერული თანასწორობა. მომავალში ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება სოციალური და ეკოლოგიური კრიტერიუმების შესაბამისად და ისეთი პროდუქტების შეთავაზება, რომლებიც გარემოსდაცვით ღიერბულებებს ეფუძნება. ჩვენი ვალია, დავიცვათ ის რაც ღირებული იქნება მომავალში: განახლებადი ენერგია, საცხოვრებელი გარემო, რომელიც ორიენტირებულია რესურსების დაზოგვაზე და სოციალურ ინკლუზიაზე. პანდემიამ კარგად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს უკანასკნელი“, - განმარტავს გენერალური დირექტორი, ელიზაბეტ შტადლერი.

500 მილიონი ევროს მწვანე ობლიგაციები

მწვანე ობლიგაციები, ვენის სადაზღვევო ჯგუფის უახლესი ინიციატივაა მდგრადი ინვესტიციების სფეროში. ჯგუფმა 2021 წლის 18 მარტს ეს ინიციატივა წარმატებით განახორციელა და 500 მილიონი ევროს მწვანე ობლიგაცია გამოუშვა. 15 წლიანი პერსპექტივით ეს ობლიგაცია არის ყველაზე გრძელვადიანი ინვესტიცია ამ სეგმენტში 2021 წელს. ამასთან, ამ ობლიგაციების ჩარჩო შედგენილი და შეფასებულია დამოუკიდებელი მდგრადი განვითარების სააგენტოს, Sustainalytics-ის მიერ. ვენის სადაზღვევო ჯგუფის მწვანე ობლიგაცია გამოყენებული იქნება მწვანე და სოციალურად პასუხისმგებლიან ინვესტიციებში. შემოსავალი დაიხარჯება ეკოლოგიურად სუფთა პროექტებში, რომელიც ეხება განახლებადი ენერგიის, მწვანე შენობების, სუფთა ტრანსპორტირებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ასევე სოციალურ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი საცხოვრებლის უზრუნველყოფას და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა.

კლიმატური ცვლილებების სტრატეგია

2019 წელს მაისში „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ კლიმატური ცვლილებების სტრატეგია გამოაქვეყნა. ჯგუფი 2035 წლისთვის თანდათანობით გამოვა ქვანახშირის სექტორიდან და მხარს დაუჭერს მომავალს, სადაც დაბალი შემცველობის ნახშირბადს მოიხმარენ. 2019 წლის მაისიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფმა შეცვალა მიდგომა და აღარ აზღვევს ქვანახშირის ელექტროსადგურებს და მაღაროებს. ქვანახშირის ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვნად, 50%-ზე მეტით შემცირდება 2025 წლისთვის, სამაგიეროდ ეს ინვესტიციები ეკომეგობრულ ინდუსტრიებში გადაინაცვლებს.

მწვანე ინვესტიცია

ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტირების სტრატეგია ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით კრიტერიუმებს, განსაკუთრებით - სარკინიგზო ტრანსპორტში, ქარის ენერგიასა და ჰიდროელექტროენერგიაში, ისევე როგორც მწვანე ობლიგაციებში. 2019 წელს ჯგუფმა გააორმაგა მწვანე ობლიგაციების რაოდენობა და გაზარდა თავისი პორტფელი 50%-ზე მეტად 2020 წელს, საერთო ჯამში ობლიგაცია 238 მილიონი ევროთი გაიზარდა. ვენის სადაზღვევო ჯგუფი მხარს უჭერს თანამედროვე, პროგრესულ ინდუსტრიებს, რომლებიც არიან ეკოლოგიაზე ორიენტირებულნი, უზრუნველყოფს მათ მაღალი დონის სადაზღვევო პროგრამებით და დღეს წარმოადგენს ბაზრის ლიდერს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ტექნოლოგიური კომპანიების დაზღვევის ბაზარზე.

ხელმისაწვდომი საცხოვრისი

ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტირების სტრატეგიის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტები ასევ შეიცავს ინვესტიციებს არამომგებიან სამშენებლო საზოგადოებებში დაბანდებას. ჯგუფს აქვს პირდაპირი ინტერესი 100 000-ზე მეტ ბინაში, რომელიც არაკომერციული კომპანიების მიერაა აშენებული, რაც შედეგად ხელს უწყობს საცხოვრებლებზე უფრო დიდ ხელმისაწვდომობას.

თუ გავითვალისწინებთ რომ მოსახლეობას საცხოვრებლის ხარჯები მუდმივად ეზრდება, ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.

ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვა

ვენის სადაზღვევო ჯგუფს მტკიცე და მკაფიო ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული კორპორაციული მმართველობის უმაღლესი სტანდარტები მთელი ჯგუფის მასშტაბით. კორუფციასთან და თაღლითობასთან ბრძოლა ეფექტური მენეჯმენტ სისტემებითა და ანგარიშვალდებულებით მიიღწევა, ისევე როგორც მკაფიო გზავნილებით და ღირებულებითი თანხვედრით. ჯგუფის ბიზნეს ეთიკის კოდექსი შეიცავს მკაცრ წესებს, რომელიც კრძალავს ყველა ფორმის დონაციას და სპონსორობას პოლიტიკური პარტიებისთვის, ან ადამიანებისთვის რომლებიც ასოცირებული არიან პარტიებთან. ვენის სადაზღვევო ჯგუფი ასევე უარს ამბობს ინვესტირებაზე კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ ან ყიდიან იარაღს. ეს მოიცავს ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს, კასეტურ საბრძოლო მასალებს, ნებისმიერი გაშვების, საცეცხლე ან ბიძგების სისტემებს, საზენიტო ნაღმებს, ბირთვულ იარაღებს და ურანის საბრძოლო მასალებს. ეს პოლიტიკა ხორციელდება მკაცრად და მაშინაც კი როცა არ არის თვალსაჩინო მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია ჩართულია იარაღის წარმოებასა თუ ვაჭრობაში, ჯგუფი იტოვებს ნებას, გამოიჩინოს სიფრთხილე და არ განახორციელოს ინვესტიცია მასში.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფ...

ხელოვნება კალათბურთის
მოედნებზე - ფესტივალ
„ნიკო“-ს და responsible.ge-ს
11პროექტი

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

გამოსცადე სტუდენტობა
100%-ითq1

ცხოვრება დიაგნოზით - ავთვისებიანი ს...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თა...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთ...

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკ...

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ