ამბები

„ჟამი ბროწეულისა“ – ხელოვნების სასახლე მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს

სალომე ჩაჩიბაია

12:59 კვი. 25 სექტემბერი, 2022 წელი

მხატვარი ნოდარ
ბადურაშვილი

14
დაკოპირებულია

29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „ხელოვნების სასახლე“ ცნობილი ხელოვნის, მხატვრობაში გამორჩეული სტილის „ლევკასის“ უბადლო შემსრულებელს ნოდარ ბადურაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. „ჟამი ბროწეულისა“ – ასე ჰქვია ნოდარ ბადურაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც მხატვრის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის უნიკალური კოლექცია, რომელსაც ის წლების განმავლობაში ამზადებდა გამოფენისთვის.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: გალერეა არტ-ქორნერი, ინტერნეტპორტალი artrooms.ge და ხელოვნების სასახლე.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ipress.ge და კლიპარტი.

ნოდარ ბადურაშვილი: „მგონია, რომ ახალგაზრდა ვარ სულ. შიგნით ახალგაზრდა ვარ, და თითქოს წინ მაქვს გზა, რომელსაც დავძლევ, ან შევქმნი ახალს. ჩემს თავს იმით ვათამამებ ხოლმე, რომ ეტყობა არ მითქვამს ჯერ არაფერი, ჯერ კიდევ სათქმელი მაქვს გადმოსაცემი და იმედი მაქვს, მაცდის დრო, ღმერთი, განგება. ჩემი ვითარება და პოლიტიკა არის ჩემი შემოქმედება და შემოქმედება არის დროის გარეშე. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ დრო არსებობს. დრო არ არსებობს. მეშინია ხალხის, მიყვარს ხალხი, გავურბივარ და მათთვის ვქმნი. ადამიანებისთვის ვქმნი. ვისაც უნდა მოვიდეს საურთიერთოდ, დამელაპარაკოს, მე ყოველთვის მზად ვარ… მინდა ადამიანი, ხალხი თავისუფალი იყოს, სილაღე იგრძნოს, არ იყოს სიმძიმე მასში, მაგრამ არა ზედაპირული სილაღე. ძიების პროცესი არის სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. მე კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ გზაში ვარ, ჯერ ბებერი არ ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ვარ, სასაცილო ბიჭი“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობის წესები...

მეტროპოლი

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრ...

Rascals

26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHAR...

psp

ამერიკული ჰოსპიტალი - სტამბოლი  - ს...

ამერიკული ჰოსპიტალი

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვ...

N1 პრობიოტიკული ბრენდი
გერმანულენოვან ქვეყნებში
— OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

„ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზი...

2026 წლის 1 იანვრიდან
საქართველოში შემომსვლელი
უცხოელი ვიზიტორებისთვის
ჯანმრთელობის დაზღვევა
სავალდებულო გახდა.
სადაზღვევო კომპანია
„ვაიზერი“ საქართველოში
შემომსვლელ ტურისტებს
სავალდებულო დაზღვევის
მარტივ, სწრაფ და სრულად
ონლაინ სერვისს სთავაზობს.

დავით გოგიჩაიშვილის რეპი: „ოდა კარგ...

მეგა ანბოქსინგი და დათო
გოგიჩაიშვილის რეპი

„უზბეკეთი აჩქარებს ინდუსტრიული ზონე...

„იანგი ავლოდი“

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო...

ქართული ბრენდის დღეზე