დღის ჰოროსკოპი

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:01 ორშ. 30 სექტემბერი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელ ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, მუშაობის რიტმში ჩაერთოთ. თავს ძალა დაატანეთ, რომ არ მოდუნდეთ და მნიშვნელოვანი საქმე დაიწყოთ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით და თქვენზეა დამოკიდებული რა გაგრძელება მოჰყვება მას. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა კარიერაზე ფიქრისა და პროფესიული პოზიციის გაძლიერებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. დროა, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ეტაპობრივი განხორციელება დაიწყოთ. ეცადეთ, რომ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ამოცანები დღის პირველ ნაწილში დაასრულოთ და საღამოს თავისუფალი დრო დაიტოვოთ. თუ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედავთ, შეიძლება უამრავი შეცდომა აღმოაჩინოთ.

ტყუპები

შეაჩერეთ ყველა სარისკო აქტივობა და მხოლოდ კარგად ნაცნობი მეთოდებით იმოქმედეთ. ეცადეთ, საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ. ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ - ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

კირჩხიბი

დღევანდელი მოვლენები განიშნებთ, ყურადღება რა საქმიანობას უნდა მიაქციოთ. ეცადეთ გარშემომყოფების კრიტიკა მშვიდად მიიღოთ და შეცდომები დროულად გამოასწოროთ. ამ დღეს ექსპერიმენტებს უნდა ერიდოთ და მხოლოდ კარგად ნაცნობი და გამოცდილი მეთოდები გამოიყენოთ. აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

ლომი

რთული და დაძაბული დღეა. შეიძლება, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდით, მაგრამ ეცადეთ ნეგატიური განწყობა დაძლიოთ და საყვარელ ადამიანებს მხარდაჭერისთვის მიმართოთ. ბოლო დროს ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა დაგემატათ, ამიტომ სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ საქმის ნაწილი სხვებს გაუნაწილოთ.

ქალწული

დილიდან უამრავი საქმე გელით, მაგრამ მათ ერთდროულად მოგვარებას არ უნდა ეცადოთ. ზოგიერთი პრობლემა თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე გაქრება. თავს გაღიზიანებულად გრძნობთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ხშირად დაისვენოთ და ყურადღება მეგობრულ საუბრებზე გადაიტანოთ. მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

სასწორი

ამ დღეს მშვიდად უნდა იმუშაოთ და, რაც მთავარია, მოვლენების განვითარება არ დააჩქაროთ. გირჩევთ, სამუშაო განწყობა და ენერგია დღის ბოლომდე შეინარჩუნოთ. საყვარელი ადამიანების მორალური მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად უნდა ესტუმროთ და დაურეკოთ. კოლეგებთან საინტერესო იდეების და აზრების გაცვლა-გამოცვლა სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

მორიელი

რთულ სიტუაციებში ემოციური გადაწყვეტილების მიღებას უნდა ერიდოთ. წვრილმანი უსიამოვნებები და უმნიშვნელო პრობლემები დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამის გარეშე დაწყებულ საქმეში სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ.

მშვილდოსანი

ზოგი მშვილდოსანი დილას ცუდი განწყობით დაიწყებს. ნუ ინერვიულებთ, შესაძლოა, პრობლემა შეიძლება თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს. დღის მეორე ნაწილი ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება, მთავარია მოთმინებამ არ გიღალატოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.

თხის რქა

ამ დღეს რაც უფრო კარგ ხასიათზე იქნებით, მით უფრო მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ. ეცადეთ, მეგობრული და კომუნიკაბელური იყოთ. თუ მოლაპარაკებები ან შეხვედრები გაქვთ დაგეგმილი, თანამოსაუბრის ემოციებს ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, ნათქვამის ქვეტექსტი ამოიცნოთ. სავარაუდოდ, შექმნილ ვითარებასთან შეგუება და ოპონენტების პირობების მიღება მოგიწევთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - მალე რევანშს შეძლებთ.

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ახლობელმა ადამიანმა განგებ ან შემთხვევით ცრუ ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამიტომ ყველა საბუთი და ინფორმაცია ყურადღებით უნდა შეამოწმოთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრებას იმედის თვალით შეხედოთ.

თევზები

დროა, ადრე მიცემული დაპირების შესრულებაზე იზრუნოთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge