დღის ჰოროსკოპი

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:00 სამ. 1 ოქტომბერი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პროფესიული უნარების საჯაროდ დემონსტრირება და გარშემომყოფებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება კარიერულ წინსვლასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება, ამიტომ შეგიძლიათ, თავს შოპინგის ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კურო

ნურაფერს დაგეგმავთ - ამ დღეს მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ გამუდმებით მათთან ადაპტირება და ინტუიციურად მოქმედება გიწევთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და დროდადრო დაისვენეთ, რომ კვირის ბოლომდე ძალა შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, წესები და შეთანხმებები არ დაარღვიოთ და პირადი ინფორმაცია სხვებს არ გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ტყუპები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ვარსკვლავები მხარს გიჭერენ, ამიტომ თქვენს პასუხისმგებლობის აღება და რთული საკითხების მოგვარება ნუ შეგეშინდებათ. საკუთარი ვალდებულებები ისე შეასრულეთ, რომ წესები არ დაარღვიოთ. მაშინ აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასოთ. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.

კირჩხიბი

დაძაბული და აქტიური დღეა. უამრავი ამოცანის გადაჭრა და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება მოგიწევთ. განსაკუთრებული უსიამოვნებები მოსალოდნელი არ არის. ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ქველმოქმედება თქვენი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ასე გააგრძელეთ, მაგრამ ნურც საკუთარი თავი დაგავიწყდებათ. გირჩევთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი პროცესები აკონტროლოთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ და უარს ნუ ეტყვით. სხვების დახმარება თავდაჯერებას შეგმატებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. მარტოხელა ლომი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს და ურთიერთობა დაიწყოს. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

ქალწული

უარი თქვით ნებისმიერ სარისკო საქმეზე და საეჭვო შეთავაზება არ მიიღოთ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უპირატესობა ნაცნობ სამუშაოს მიანიჭეთ და წესების მიხედვით იმოქმედეთ. მაშინ დღე მშვიდი და წარმატებული იქნება. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. შესაძლოა, წარსულის გახსენების გარდა, გართობასა ან მოგზაურობასთან დაკავშირებული გეგმებიც განიხილოთ.

სასწორი

პასუხისმგებლობა და დისციპლინა დაგეხმარებათ, რომ მნიშვნელოვან პროექტში შესანიშნავი შედეგი მიიღოთ. შესაძლოა, ნათესავს ან ოჯახის წევრს თქვენი დახმარება დასჭირდეს. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და მასთან წახვიდეთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ და ექსპერიმენტებს მიმართოთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სხვა ადამიანების სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება ისწავლოთ. ეცადეთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ საქმეში, რომელიც თქვენს ავტორიტეტსა და კარიერაზე იმოქმედებს. იყავით თავაზიანი, ნუ მოახდენთ ზეწოლას მოწინააღმდეგეზე, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად, თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

მშვილდოსანი

გამუდმებით მოწუწუნე და აგრესიულმა ადამიანებმა შეიძლება დილიდან განწყობა გაგიფუჭონ, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ მხიარული და კეთილგანწყობილი ადამიანების წრეში იტრიალოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ - გარემოებები სწრაფად იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სასურველია, რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და საღამოს მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან ჯობია თავი შეიკავოთ.

თხის რქა

ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარება და დამატებითი შემოსავლის წყაროების ძებნა მოგიწევთ. მოერიდეთ საფულის გახსნას, თუ აუცილებელი არ არის და ფულის დაგროვება დაიწყეთ. საღამოს სასურველია მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს წარმატებისთვის მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა და მოთმინება გჭირდებათ. ეცადეთ, დრო და ენერგია ყველა დავალებაზე თანაბრად გაანაწილოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. კონფლიქტების ასაცილებლად უმჯობესია, ურთიერთობა შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ.

თევზები

ამ დღეს დამკვირვებლის პოზიციას უნდა დასჯერდეთ და მიმდინარე მოვლენებში არ უნდა ჩაერიოთ - ბევრი პრობლემა თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების უყურადღებობამ ან გულგრილობამ ძალიან გაგაბრაზოთ. ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge