დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:17 პარ. 27 სექტემბერი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი

ვერძი

ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიხარულს განიჭებთ. შეხვდით მეგობრებს ან წადით წვეულებაზე და ბევრი იმხიარულეთ. შემოქმედ ადამიანებს შეიძლება შთაგონება ეწვიოთ. თუ თქვენი საქმიანობა გართობასა და სწავლებას უკავშირდება წარმატება გელით. პირად ურთიერთობებში თავდაჯერებულად მოქმედებთ და იცით, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება პარტნიორზე. ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ დაუვიწყარი საღამო გაატაროთ.

კურო

მშვენიერი დღეა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. კარგი იქნება თუ ინტერიერის საგნებს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეიძენთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს მოგემსახურებათ და იმედებს გაგიმართლებთ. სასურველია რომ საღამოს პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ და მეგობრები მოიწვიოთ. სანამ ადამიანებს პრეტენზიებით მიმართავთ, კარგად დაფიქრდით - სამართლიანად ბრაზობთ თუ არა.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ, მთავარია, მისი სწორად დახარჯვა შეძლოთ. კარგი დროა პრეზენტაციების, რეკლამების, დისკუსიებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პარტნიორის სურვილებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მის აზრს მეტი პატივი სცეთ.

კირჩხიბი

შეიძლება დილიდან ფილოსოფიური განწყობა გეწვიოთ - მაგალითად, დაფიქრდებით, გიღირთ თუ არა თქვენი შრომა იმ ხელფასად, რასაც ამაში იღებთ. ზოგმა კირჩხიბმა შეიძლება შემოსავლის გაზრდის გეგმა შეიმუშაოს. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

ძალითა და თავდაჯერებით სავსე ხართ და ცდილობთ, საკუთარი უნარები საჯაროდ გამოავლინოთ. მით უმეტეს, რომ პრეზენტაციებისა და საკუთარი თავის რეკლამირებისთვის საუკეთესო დღეა. მეგობრებისგან როგორც მორალურ, ისე მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ. გარშემომყოფებს ადვილად ხიბლავთ, რაც თანამოაზრეების პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ.

ქალწული

მეგობარს ან კოლეგას შეუძლია, მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ. ხელსაყრელი დღეა მეგობართან ან პარტნიორთან ერთად წვეულებაზე ან სოციალურ ღონისძიებაზე წასასვლელად. დღეს შეიძლება ახდეს თქვენი დიდი ხნის სურვილი. თანამოსაუბრე როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თავაზიანობის საზღვრებს ნუ გადახვალთ და თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემთ.

სასწორი

მშვენიერი დღეა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. მეგობრებმა შეიძლება სასიამოვნო სიახლეებით ან საინტერესო შეთავაზებით გაგახარონ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რაც სიხარულითა და ოპტიმიზმით აგავსებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიეცით ის, რაც სურს. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა იპოვოთ, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ფულადი ჯილდო მიიღოთ. ეცადეთ, რეალობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ასევე რომანტიკული ნაცნობობისთვის. მარტოხელა მშვილდოსანმა შეიძლება გაიცნოს ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გაულამაზებს. გირჩევთ, საკუთარი პრობლემები უახლოეს მეგობართან ერთად განიხილოთ - სავარაუდოდ, მისგან ფასეულ რჩევას მიიღებთ, რომელიც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია ცვლილებები. შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა რომანტიკული საჩუქრით გაგახაროთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, თუნდაც უახლოეს მეგობართან საუბრის დროს, რომ უნებურად, ვინმეს გული არ ატკინოთ. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტი იზრუნოთ და თუნდაც უმნიშვნელო ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია გართობისთვის. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ - დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან ყველას რაღაც სჭირდება, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის, ამიტომ ეცადეთ ვარჯიშის ან სახლის დასუფთავებისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე კარგად ფიზიკური მუშაობა გამოგდით. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge