დღის ჰოროსკოპი

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ხუთ. 10 აპრილი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ სხეულსა და გონებას შორის წონასწორობის აღდგენაზე. თქვენი მაღალი აქტივობა შეიძლება ემოციური გადაღლის მიზეზი გახდეს. თავს გაუფრთხილდით და საკუთარ შესაძლებლობებს ნუ გადააფასებთ. სასურველია ძილისა და კვების რეჟიმის გადახედვა – შესაძლებელია, რომ რომელიმე პროდუქტმა უსიამოვნო რეაქცია გამოიწვიოს.

რჩევა: საღამოს აუცილებლად გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის. თქვენი შრომის ნაყოფიერება სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეგიძლიათ გაჩერება იქ, სადაც საჭიროა.

კურო

ამ დღეს პირად ურთიერთობებში ემოციური სიახლოვის საჭიროება განსაკუთრებულად გაძლიერდება. თუ ურთიერთობებში გაუგებრობა დაგროვდა, შესაძლოა, პარტნიორის მხრიდან გაუცხოება და გაღიზიანება იგრძნოთ.

რჩევა: ურთიერთობებში მხოლოდ მხარდაჭერა კი არა, საკუთარი განვითარების შესაძლებლობაც უნდა დაინახოთ. სიყვარული არა მხოლოდ სითბოს, სიმართლესაც ნიშნავს.

ტყუპები

ეს დღე ფინანსურ საკითხებში სიმწიფის გამოცდას გიმზადებთ - მოულოდნელი შეთავაზებები გელით, რომლებიც მოგებიანად მოგეჩვენებათ, თუმცა წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. სანამ მნიშვნელოვან საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაესაუბრეთ ადამიანს, რომელსაც კარგად იცნობთ და ენდობით.

რჩევა: ამ დღეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ლოგიკასა და გონივრულ გათვლებზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ. იღბალს ჭკვიანი ადამიანები უყვარს.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოულოდნელად იგრძნოთ, რომ პარტნიორული ურთიერთობის დინამიკა გძაბავთ ან გაღიზიანებთ. ამ დღის ენერგია ხელს უწყობს გულწრფელ საუბარს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის მზად ხართ. თუ ახალ ურთიერთობას აწყობთ, შეიძლება გაჩნდეს კითხვები – ღირს თუ არა გაგრძელება? ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენი მისაღებია.

რჩევა: ეს არა პასუხების, არამედ კითხვების დღეა. ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ.

ლომი

ამ დღეს კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს ქცევას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. შესაძლოა, თქვენს პოზიციაზე გავლენა უმნიშვნელო დეტალმაც კი მოახდინოს. თუ ბოლო დროს საკუთარ პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებოდათ, ახლა შანსი გაქვთ, რომ თქვენი შესაძლებლობები არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ მოქმედებით დაამტკიცოთ.

რჩევა: სიახლეები ნუ გაშინებთ. ზოგჯერ მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება ბევრად უკეთესი შედეგი მოგიტანოთ, ვიდრე ელოდით.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ქვეცნობიერი განსაკუთრებით აქტიურია – შეიძლება ძველი მოგონებები, სიზმრები ან დავიწყებული ემოციები გეწვიოთ. თუ წვრილმანებზე დროს არ დახარჯავთ და ყურადღებას მიმდინარე ამოცანებზე გაამახვილებთ, ნაყოფიერი დღე გელით. სასურველია, საღამო მარტოობაში გაატაროთ და მიმდინარე საქმეები დაგეგმოთ.

რჩევა: ამ დღეს თქვენი მთავარი საქმე საკუთარი გრძნობების გარკვევაა. ეს ნამდვილი ცვლილებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

სასწორი

ამ დღეს ფინანსური დისციპლინის აღსადგენად შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ - შესაძლოა, ფინანსური „ხვრელი“ აღმოაჩინოთ, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი იყო. მშვენიერი დროა დიდი შენაძენის დაგეგმვისთვის.

რჩევა: ეცადეთ საკუთარი სურვილები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ. აქტიურობა და თამამი გადაწყვეტილება სასურველი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ყურადღებას ნუ მოადუნებთ, რათა საინტერესო შესაძლებლობა არ გამოგეპაროთ. შესაძლოა, ძველმა პარტნიორმა პროექტი შემოგთავაზოთ, რომელიც თავიდან სარისკოდ მოგეჩვენებათ. უარს ნუ იტყვით – ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ საკითხში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ. მთავარია ეჭვების გამო შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

რჩევა: გრძნობების გამოვლენის ნუ შეგეშინდებათ - ეს სისუსტე კი არა, ნამდვილი ურთიერთობის გასაღებია.

მშვილდოსანი

ეს დღე კარგ შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ ჯგუფში, გუნდში ან პროფესიულ საზოგადოებაში პოზიცია გაიძლიეროთ. შესანიშნავი დროა საკუთარი იდეების გასაზიარებლად ან შეხედულების დასაცავად. შესაძლოა, შანსი მოგეცეთ, რომ ლიდერის როლი იკისროთ ან ახალ ჯგუფს შეუერთდეთ, სადაც თქვენი უნარები სრულად გამოვლინდება.

რჩევა: ხალხი მზადაა, რომ მოგისმინოთ – განსაკუთრებით მაშინ, როცა გულწრფელად საუბრობთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს დღე სამსახურში პოზიციების გამყარების შანსია. ახლა თქვენს სიტყვებს ისმენენ და აფასებენ, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა წამოვიდეს. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას შეცდომის დაშვების შიშით აჭიანურებთ. ამ დღეს თქვენი პრიორიტეტი მოქმედება უნდა იყოს და არა — გაუთავებელი ფიქრი. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს — მათში პრობლემის გადაჭრის გასაღები იმალება.

რჩევა: გახსოვდეთ, რომ მშვიდი თავდაჯერება გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ცხოვრების წესის შესაცვლელად. შესაძლოა რთული დღის ბოლოს გადაღლა და სასიცოცხლო ძალის შემცირება იგრძნოთ, ამიტომ ეცადეთ, დასაძინებლად ადრე დაწვეთ და არაფერზე ინერვიულოთ. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს – სად ხარჯავთ ენერგიას ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს იღებთ?

რჩევა: იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. დროა მავნე ჩვევები დაივიწყოთ და მსუბუქი ვარჯიშები დაიწყოთ.

თევზები

ამ დღეს ისევ გააქტიურდება კითხვები, რომელთა არიდებას მუდმივად ცდილობთ. იქნებ დროა გაერკვეთ საით მიდიხართ და ცხოვრებისგან რას ელით? ყურადღება მიაქციეთ მოლაპარაკებებს და ფინანსური საკითხების განხილვას – მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია თავად აკონტროლოთ.

რჩევა: შეჩერდით და დაუსვით საკუთარ თავს მთავარი კითხვა: „რა მინდა მე და არა სხვებს?“. ამ კითხვაზე პასუხი თქვენს ცხოვრებაში გარდატეხის დასაწყისი გახდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge