დღის ჰოროსკოპი

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:11 კვი. 13 აპრილი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და თუ სწორად არ მიმართავთ, მაღალია ემოციური გადატვირთვისა და ჯანმრთელობის გაუარესების რისკი. დილიდან მოსალოდნელია ნერვიულობა, კამათი და პროვოკაციები. ეცადეთ ამ იმპულსებს არ აჰყვეთ. ეს დღე ხელსაყრელია სპორტის, ფიზიკური შრომის, სახლის დალაგებისა და აქტიური დასვენებისთვის. ეცადეთ, თავი შეიკავოთ კოფეინისა და ცხიმიანი საკვების მიღებისგან – თქვენი ორგანიზმი ახლა დაუცველ მდგომარეობაშია.

რჩევა: სამყაროსთან კამათის ნაცვლად, ფიზიკური ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა აირჩიეთ. ეცადეთ დაუფიქრებელი სიტყვით გული არავის ატკინოთ.

კურო

ეს დღე იდეალურია რომანტიკული შეხვედრებისა და ურთიერთობების გადახედვისთვის. გირჩევთ საკუთარი აზრის სხვა ადამიანებისთვის თავზე მოხვევას მოერიდოთ - ეს მომავალში ურთიერთნდობას ძალიან დააზიანებს. მარტოხელა კუროებმა დღეს შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი დაიწყონ, ვიდრე უბრალოდ რომანია.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. სასურველია, პრევენციული მკურნალობის კურსი დროულად დაიწყოთ.

ტყუპები

შეიძლება ამ დღეს ვიღაცამ ფულის სესხება, დაბანდება ან რომელიღაც უნიკალურ პროექტში მონაწილეობა გთხოვოთ. სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით რამდენად მოგებიანი იქნება ეს თქვენთვის. ამჟამად კრიტიკული აზროვნება ოდნავ დასუსტებულია, ამიტომ უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება შეგაცდინოთ.

რჩევა: მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილების მიღებას, თუ შედეგში დარწმუნებული არ ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგოთ.

კირჩხიბი

შესაძლებელია, მოულოდნელად სასურველ პროექტზე თანხმობა ან გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა მიიღოთ ან უბრალოდ ძალიან ნაყოფიერი დღე გქონდეთ. მთავარია, ძალები უმნიშვნელო საქმეებზე და კონფლიქტებზე არ გაანიავოთ. შეიძლება მოულოდნელმა შეხვედრამ თქვენს სულში ემოციების ქარიშხალი დაატრიალოს! ეცადეთ, დამშვიდდეთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.

რჩევა: ამ დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ეცადეთ, ყურადღება მთავარზე საკითხზე გაამახვილოთ. მისი გადადება აღარ შეიძლება.

ლომი

ამ დღეს ოჯახში მცირე კამათი შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ყველაფერი, რასაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდით, ზედაპირზე ამოტივტივდება. ყურადღებით იყავით - შესაძლოა, ახლობელი თქვენგან გულწრფელობას ელოდება. ამ დღეს სიბრძნე და მოსმენის უნარი უნდა გამოიჩინოთ, თუნდაც მოსმენილი სასიამოვნო არ იყოს. მარტოხელა ლომებს მოულოდნელი ნაცნობობა ელით, რომელიც შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

რჩევა: სიახლოვე სიტყვებით კი არა, გაგებით იწყება. ნუ აწყვეტინებთ – უბრალოდ მოუსმინეთ.

ქალწული

ამ დღეს მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება ფსიქოსომატური რეაქციები. გადაღლამ შეიძლება თავის ტკივილი, სისუსტე და წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს. იზრუნეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე. სასურველია, პრევენციული მკურნალობის კურსი დროულად დაიწყოთ.

რჩევა: ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მწვავე თემებზე საუბარს და პიროვნულ შეფასებებს უნდა ერიდოთ.

სასწორი

ყველაფერი, რასაც ამ დღეს სამსახურში იტყვით, შესაძლოა მომავალში ან თქვენ სასარგებლოდ, ან წინააღმდეგ გამოიყენონ. ეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ შეასრულებთ. გაითვალისწინეთ, რომ თანამოსაუბრის ემოციური მდგომარეობის შეგრძნება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოულოდნელი შეთავაზებები ან მოლაპარაკებები გელით – სჯობს ეს გადაწყვეტილების მიღება თუნდაც ერთ დღით დღით გადადოთ. ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ხართ.

რჩევა: თავაზიანობის გამო ნუ დათანხმდებით. დღევანდელმა თანხმობამ შეიძლება მომავალში ბევრი რამ შეცვალოს.

მორიელი

ეცადეთ, ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში იმაზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, ვიდრე ოდესმე და რაც მთავარია, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უფრო ყურადღებიანი გახდეთ. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობამაც კი შეიძლება დიდი ქარიშხალი გამოიწვიოს, რომლის დამშვიდება ძალიან რთული იქნება.

რჩევა: ამ დღეს ემოციური შესყიდვების დრო არ არის – მხოლოდ გააზრებულ სტრატეგიას უნდა მიჰყვეთ.

მშვილდოსანი

14 აპრილს შეიძლება იგრძნოთ, რომ ცვლილება გარდაუვალია და ეს ნამდვილად ასეა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც დიდი ხანია, „სხვისი ცხოვრებით“ ცხოვრობს. ამ დღეს თქვენი მთავარი პრობლემა მოზღვავებული ემოციებია. მიუხედავად მცდელობისა, თავის შეკავებას ვერ ახერხებთ, რამაც შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

რჩევა: ნუ შეგეშინდებათ, რომ საკუთარ თავს უსიამოვნო კითხვები დაუსვათ. პასუხებმა შეიძლება თქვენი გზა სრულიად შეცვალოს.

თხის რქა

ახალი საქმის დაწყებამდე გირჩევთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ და ჯობს, დახმარება ითხოვოთ. ძველი მეგობრები ან გამოცდილი კოლეგები რჩევებით დაგეხმარებიან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ.

რჩევა: გულიდან წამოსულ სიტყვას დღეს სამკურნალო ძალა აქვს.

მერწყული

14 აპრილს თქვენი სხეული განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეიძლება უმნიშვნელო ტკივილი ან სისუსტე იგრძნოთ, რასაც აქამდე ყურადღებას ვერ აქცევდით. ამ დღეს გონებრივი გადაღლილობა შესაძლოა, ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღებას მოერიდოთ – კუჭ-ნაწლავის სისტემა დღეს ძალიან მგრძნობიარეა.

რჩევა: ეცადეთ უფრო მოკრძალებული გახდეთ და საკუთარი ამბიციები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ.

თევზები

თევზებისთვის ეს დღე ნამდვილი სულიერი დღესასწაულია. შთაგონებას ყველა მხრიდან იღებთ – მუსიკა, ფილმები, ადამიანები, სიზმრები. განსაკუთრებული წარმატებული ელის მას, ვინც ხელოვნების ან ეზოტერიკის მიმართულებით მუშაობს. ახალი იდეები შეიძლება დიდი ცვლილებების გასაღები გახდეს.

რჩევა: ამ დღეს ინტუიცია მთავარი მეგზურია. დღეს ის ისე ზუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, უნდა ენდოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge