13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
23:22 შაბ. 12 აპრილი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს შინაგანი ენერგეტიკული ნაკადი საოცრად ძლიერი თუმცა არასტაბილურია. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა, ძილის რეჟიმის დარღვევა და გაღიზიანება, განსაკუთრებით დილის საათებში. ეცადეთ, საკუთარი სხეულის შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და ზედმეტი არ იტვირთოთ.
რჩევა: ეს დღე ზომიერი ფიზიკური აქტივობებისთვის ხელსაყრელია. იოგა და სუფთა ჰაერზე სეირნობა ფიზიკურ მდგომარებასაც გაგიუმჯობესებთ და განწყობასაც.
კურო
ხელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვის დაგეგმვის ან ინვესტიციებისთვის. ადვილი ფულის ცდუნება ფეხდაფეხ დაგყვებათ - მოულოდნელი შეთავაზებები, საეჭვო სქემები, კრედიტი „შესანიშნავი პირობებით“ და ა.შ.; ეს გამოცდაა, რომელსაც კოსმოსი გიწყობთ. ვინც ცდუნებას ვერ გაუძლებს, ძალიან მალე ინანებს.
რჩევა: გულს ნუ გადაუშლით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ და ნურც „ძალიან მოგებიან“ შეთავაზებებს ენდობით.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლოა, მოულოდნელად მოგენატროთ ადამიანი წარსულიდან, ის, ვისთანაც კავშირი დიდი ხანია, გაწყვეტილი გაქვს. გამორიცხული არ არის, რომ ამას მოულოდნელი შეტყობინებები მოჰყვეს. თუ დაოჯახებული ხართ, ამან შეიძლება შინაგანი კონფლიქტი გამოიწვიოს. არც პარტნიორის მხრიდან ეჭვიანობა და მძაფრი საუბრებია გამორიცხული.
რჩევა: იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან — წარსულში რატომ ბრუნდებით? ეს უბრალოდ ნოსტალგიაა თუ რაღაც უფრო მეტი? ნუ გადადგამთ ნაბიჯს, რომელზეც მომავალში შეიძლება ინანოთ.
კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს — შესაძლოა, ვიღაცას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და ხმამაღლა თქმას ვერ ბედავს. შესაძლოა, თაობებს შორის დაძაბულობამ იჩინოს თავი — მოსალოდნელია უთანხმოება მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან.
რჩევა: ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ - ამ დღეს ოჯახში ატმოსფეროს თქვენ ქმნით. მოუსმინეთ საყვარელ ადამიანებს და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრეთ. ამ დღეს არა მარტო ძველი კავშირების აღდგენა, არამედ მყარ საძირკველზე მომავლის აშენებაც შეიძლება.
ლომი
შეიძლება, მოულოდნელად განმარტოების, ფიქრისა და მტკივნეულ კითხვებზე პასუხების პოვნის სურვილი გაგიჩნდეთ. შეგიძლიათ, გაბედული ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ ეს ნაბიჯი კარგად გააზრებული უნდა იყოს. საღამო განსაკუთრებით წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ხელოვნებით ან მედიტაციით არის გატაცებული.
რჩევა: ეცადეთ, თავი აარიდოთ აურზაურს, გამორთეთ სოციალურ ქსელები. იდეალური დროა ციფრული დეტოქსიკაციისთვის.
ქალწული
ამ დღეს საშუალება გექნებათ, თქვენი ნიჭი და უნარები მოულოდნელ გარემოებაში გამოავლინოთ. შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ საჯარო ღონისძიებაში ან შემთხვევითმა ნაცნობობამ სრულიად ახალ გზაზე გაგიყვანოთ. მთავარია ჩრდილში არ დაიმალოთ და საკუთარ თავში ეჭვი არასოდეს შეიტანოთ.
რჩევა: მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ. დღევანდელმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ კარი გაგიხსნათ.
სასწორი
ამ დღემ შეიძლება საგრძნობი ხარჯი ან შემოსავალი მოგიტანოთ — ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ასევე, შეიძლება რაღაცის გამოსწორების შანსი მოგეცეთ. შეცდომის აღიარებით მნიშვნელოვან ტვირთს მოიცილებთ, სანაცვლოდ კი ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.
რჩევა: ეცადეთ, ყველაფერი ცივი გონებით შეაფასოთ. ამ დღეს სპონტანურობა თქვენი საფულისთვის ძალიან საშიშია.
მორიელი
თქვენი წარმატების საიდუმლო მარტივია - ცხოვრების ყველა სფეროში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ. ამ დღეს ხანდაზმულ მორიელებში მოსალოდნელია წნევის რყევები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება — განსაკუთრებით ნერვული ფონის გამო.
რჩევა: მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონფლიქტს და ეცადეთ ადრე დაძინება ისწავლოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი წარმატების გასაღები პრინციპული მოქმედება იქნება! შეგიძლიათ, გაბედული ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ ის კარგად გააზრებული უნდა იყოს. ცუდი იქნება, თუკი მოქმედებას სპონტანურად, ემოციებით დაიწყებთ. არადა, რაღაც შემთხვევამ შეიძლება სწორედ ამისკენ გიბიძგოთ.
რჩევა: ეცადეთ, ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში იმაზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ, ვიდრე ოდესმე და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უფრო ყურადღებიანი გახდეთ.
თხის რქა
შესანიშნავი დღეა სამომავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისთვის. მომაბეზრებელმა ერთფეროვნებამ შეიძლება სიახლეების ძებნისკენ გიბიძგოთ. ზოგი თხის რქა გადაწყვეტს, რომ დროა, საქმიანობის მიმართულება შეცვალოს, ზოგი კი ახალ პროექტზე დაიწყებს ფიქრს.
რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და დასკვნების გამოტანის არ შეგეშინდეს. ჩაიწერეთ თქვენი ახალი იდეები, გააანალიზეთ მიღწევები და შეცდომები - ეს დღე სტრატეგიული აზროვნებისთვისაა.
მერწყული
რაღაც შემთხვევა ახლობელი ადამიანის ნამდვილ სახეს დაგანახვებთ. მოსალოდნელია მეგობართან კონფლიქტი პრინციპების ან ღირებულებების გამო. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს ზედაპირული კავშირებისგან თავისუფლდებით, რომ ადგილი ნამდვილს დაუთმოთ.
რჩევა: შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი, რომ ყველასთვის მისაღები და მოსაწონი იყოთ. დროა, საკუთარი წესები სხვებს უკარნახოთ და არა პირიქით.
თევზები
ეცადეთ, უფრო მოკრძალებული გახდეთ და საკუთარი ამბიციები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ. შესაძლოა, ამ დღეს სურვილი გაგიჩნდეთ, ისეთ ადგილზე წახვიდეთ, სადაც შემოქმედებით საქმიანობაში ხელს არავინ შეგიშლით.
რჩევა: მიეცით საკუთარ თავს შემოქმედებითი საქმიანობის საშუალება. სამყარო მზად არის, თქვენს სურვილებს მოერგოს — უბრალოდ, მინიშნებები არ უნდა გამოგეპაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან