დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:00 ხუთ. 17 ოქტომბერი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შრომისმოყვარეობა და აქტიურობა კარიერულ წინსვლასა და პროფესიული პოზიციის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. გარშემო მყოფთა ინერტულობის მიუხედავად, საკუთარი იდეებით მათ დაინტერესებას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნუ გადაიღლებით. მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო მოდუნებასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კურო

თუ რაღაც რთული და მნიშვნელოვანის გაკეთებას გეგმავთ, წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რადგან სამუშაოს შედეგი მათზე იქნება დამოკიდებული. ამ დღეს საკუთარი ინტელექტით და ენერგიით გარშემო მყოფებს გააოცებთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

ტყუპები

დილიდან ცუდ განწყობას და სიზარმაცის შეტევებს უნდა შეებრძოლოთ. მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ ძველი, მოსაწყენი დავალება დაასრულოთ. ეცადეთ, ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ. დროა, რომ თქვენი ფინანსური საქმეები მოაწესრიგოთ, გადასახადები გადაიხადოთ და ვალები დააბრუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და შესრულებული სამუშაო შეაფასოთ. ბოლოს და ბოლოს, იპოვით გზას, თუ როგორ გააძლიეროთ საქმიანი კავშირები და მოიპოვოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი პროექტის ან საყოფაცხოვრებო საქმეების დასასრულებლად. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

ლომი

დროა, დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ. ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა სჭირდება, მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავს. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ.

ქალწული

ამ დღეს შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფაქტი ვერ შენიშნოთ ან სწორი გზიდან გადაუხვიოთ, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. დღის დასაწყისი რთული იქნება. ვიღაც ძველ წყენას გაიხსენებს და ვითარებას ეს უფრო დაამძიმებს. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. სასურველია, რომ ამ დღეს მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ.

სასწორი

საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ და საკუთარი იდეები არავის გაუზიაროთ, თორემ შეიძლება ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს. ამ დღეს მოდუნება და დასვენება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. საქმე მოიცდის - ახლა ყველაზე მეტად რბილ დივანზე ნებივრობა და საყვარელი წიგნის კითხვა გჭირდებათ.

მორიელი

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც თქვენს მომავალზე აისახება, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, საკუთარ სიტყვებზე დაფიქრდეთ და მოქმედებაზე გადასვლა არ იჩქაროთ. თუ საქმის დროულად დასრულებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს სთხოვოთ.

მშვილდოსანი

მოვლენებით დატვირთული დღეა, როდესაც ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაა საჭირო. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ. რთული დღის ბოლოს დასვენებას იმსახურებთ. მიირთვით რაიმე გემრიელი და ამით საკუთარი თავი გაწეული სამუშაოსთვის დააჯილდოვეთ.

თხის რქა

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს მიაქციეთ და ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზრეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - ის საფრთხის შესახებ გაუწყებთ და შეცდომებისგან დაგიცავთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. გირჩევთ, საქმიანი და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ – ამას შეიძლება დიდი პრობლემები მოჰყვეს.

მერწყული

ამ დღეს სამსახურში ყურადღება წუთითაც არ უნდა მოადუნოთ. გირჩევთ, სამუშაო საათებში ყველა დავალება დაასრულოთ და დამატებითი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკულიც. გაატარეთ საღამო ისე, როგორც გსურთ. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

თევზები

გირჩევთ, ინტუიციურად იმოქმედოთ და ოპონენტებს ან ახალ გარემოებებს „მოერგოთ“. სამსახურში აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ მშვიდად იმუშავეთ და ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ გარშემო. ამ დღეს სხვების დახმარება არაფერში გამოგადგებათ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, საღამო ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge