დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 კვი. 20 ოქტომბერი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს დამოუკიდებლად მოქმედებას ცდილობთ, მაგრამ საბოლოოდ, კომპრომისის პოვნა და ახალ გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად საჭირო ადამიანებთან საერთო ენის პოვნა უნდა შეძლოთ. ზოგი ვერძი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია შემოსავლის ახალი წყარო ეძებოს. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

თუ მარტოხელა კურო ხართ და ვიღაც ძალიან მოგწონთ, ინიციატივის გამოჩენას არ გირჩევთ. დაელოდეთ, სანამ პირველ ნაბიჯს ის გადმოდგამს. თქვენს გრძნობებზე სხვებს ნუ ესაუბრებით, ჯობია ჯერჯერობით ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

ტყუპები

ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ სამუშაო სიამოვნებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგმა სიტუაციამ, შეიძლება მომავალში თქვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს, რაც დღეს ხდება და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდეთ. ამ დღეს ვიღაც შეეცდება თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ ანგარებიან ადამიანებს თქვენი გამოყენების საშუალებას.

კირჩხიბი

მუშაობის ხასიათზე არ ხართ და მიზეზს ეძებთ, რომ საქმის კეთება შეწყვიტოთ და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ. თუ მარტოხელა ხართ მეგობართან შეხვედრაც კი განწყობილებას აგიმაღლებთ. არახელსაყრელი დღეა მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს მოგიწევთ, საყვარელ ადამიანებს დრო დაუთმოთ და მათი პრობლემები მოაგვაროთ, თუმცა სხვა ადამიანებზე ზრუნვით კმაყოფილიც კი დარჩებით. სამსახურში ვიღაც თქვენთვის ხასიათის გაფუჭებას ეცდება, მაგრამ საეჭვოა, ეს შეძლოს. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით შეიძლება ბოლოს და ბოლოს რეალური პრობლემები დაინახოთ და მათი გადაჭრის გზები დასახოთ. გირჩევთ, ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

ქალწული

ამ დღეს საინტერესო სიახლეები გელით, რომლებიც გაიძულებთ, აქამდე უცნობი ემოციები განიცადოთ. თუ ჰორიზონტზე თქვენი წარსულიდან ვიღაც გამოჩნდა, გირჩევთ მასთან დაახლოება აღარ სცადოთ. დაე, წარსული წარსულში დარჩეს და მომავლისკენ სვლა გააგრძელოთ. სახლში და სამსახურშიც ბევრი საქმე გაქვთ და ყველაფერი დროულად უნდა მოასწროთ, მაგრამ ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება არ შეგიძლიათ. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

სასწორი

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარს ნუ იტყვით, რადგან რთულ დავალებას შეიძლება მარტო ვერ გაუმკლავდეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გაურკვეველ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება.

მორიელი

ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. „ცივი“ გონება და რაციონალური აზროვნება დაგროვილ საკითხებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება. თუ მოინდომებთ, სამუშაო და პირადი მიზნების მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სასურველი ნივთის შესაძენად ფულის დაგროვება დაიწყოთ - ეცადეთ სესხის აღებას მოერიდოთ.

მშვილდოსანი

თუ ვინმემ შეურაცხყოფა მოგაყენათ, ჯობია ამ ადამიანს მშვიდად ესაუბროთ და მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. გირჩევთ წყენა და უკმაყოფილება საკუთარ თავში არ დააგროვოთ. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახალი ხალხი გამოჩნდეს. სანამ ამ ადამიანების ნამდვილ მიზნებს არ გაარკვევთ, მათთვის გულის გადაშლას მოერიდეთ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ, შეეცადეთ ფსიქოლოგიური წონასწორობა შეინარჩუნოთ.

თხის რქა

შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდეთ. სავარაუდოდ, ბოლო დღეების დაძაბულობა თავს იჩენს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და განტვირთვის საათები მოაწყვეთ, რომ გადაღლამ მოულოდნელი პრობლემები არ გამოიწვიოს და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

მერწყული

მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და პრობლემების გადაჭრას, რომლებშიც ვერ ერკვევით. თუ სწორად იმოქმედებთ, წარმატებას მიაღწევთ და გარშემო მყოფებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევით. ოჯახური საქმეები დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ. დროა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ.

თევზები

ამ დღეს უამრავი სამუშაო გელით, მაგრამ საღამოს თავს გამარჯვებულად იგრძნობთ, რადგან ყველაფერს გაუმკლავდებით. ეცადეთ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ. ახალ დავალებას ნუ დათანხმდებით, სანამ საკუთარ შესაძლებლობებს არ შეაფასებთ. კარგი იქნება, კონსულტაცია საყვარელ ადამიანებთან გაიაროთ, განსაკუთრებით - თუ თქვენი გეგმები მათ ცხოვრებას ეხება. ეს დღე შესაფერისია ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge