დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 პარ. 18 ოქტომბერი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს შეიძლება პროფესიული ზრდისთვის კარგი შანსი გაჩნდეს. ნუ დაელოდებით, სანამ იღბალი კარზე დააკაკუნებს, ეცადეთ მეტი იაქტიუროთ და თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული და სასარგებლო იქნება. კარგი იქნება, ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე კერძები გამორიცხოთ. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ და დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

კურო

მოწვევებზე უარს ნუ იტყვით, კეთილგანწყობილი და მეგობრული იყავით, რათა გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროთ. კარიერულ ზრდაში და ჩანაფიქრის განხორციელებაში სწორედ პიროვნული თვისებები და გუნდურად მუშაობის უნარი დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით გარიგების დადებისას, განსაკუთრებით, თუ ბევრს გპირდებიან. პირადი ურთიერთობები გაძლიერდება.

ტყუპები

დაძაბული დღეა. მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება მოგიწევთ, რაც დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისა და ოჯახური კავშირების გასამყარებლად. ასე რომ, შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ესტუმროთ ან სტუმრად მოიწვიოთ. სასიყვარულო ურთიერთობა სიამოვნებას და სიხარულს გპირდებათ. კარგი იქნება, ერთობლივი მოგზაურობა დაგეგმოთ.

კირჩხიბი

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ სწრაფად მოქმედება და გარემოებებთან ადაპტირება მოგიწევთ. სავარაუდოდ, ახალ გეგმებზე ფიქრობთ და მუშაობთ, მაგრამ არც ძველი საქმეების დასრულება უნდა დაივიწყოთ. პირად ურთიერთობებში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ან ახალი ვალდებულებების აღებისგან - ჯერჯერობით ამის დრო არ მოსულა. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებში მონაწილეობისგან.

ლომი

თქვენი შრომისმოყვარეობა ღირსეულად დაფასდება. თვალი ადევნეთ გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომ მოგებიანი შესაძლებლობები არ გამოტოვოთ. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, დროა თქვენი ურთიერთობა სხვა დონეზე გადაიყვანოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და საყვარელი ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობის აღება არ შეგეშინდეთ. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან დაპირისპირება, თუმცა იუმორის გრძნობა კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მიზნის მისაღწევად შიდა რესურსების მობილიზება და სამუშაოზე ფოკუსირება მოგიწევთ, მაგრამ არც დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ. სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. კოლეგების მიმართ ზედმეტად პრეტენზიული ნუ იქნებით. უმჯობესია ყავა დალიოთ და გულწრფელად ისაუბროთ. ოჯახური ურთიერთობები მშვიდი და ჰარმონიულია. მარტოხელებს საინტერესო შეხვედრები ელით.

სასწორი

დილიდან ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც მნიშვნელოვანი სამუშაოების შესრულებაში და საინტერესო პროექტების დაწყებაში დაგეხმარებათ. მენეჯმენტი თქვენს შრომისმოყვარეობას ღირსეულად დააფასებს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და გუნდში ავტორიტეტის გაზრდა. მალე შეიძლება თანამოაზრეების დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ გირჩევთ, წინასწარ გაარკვიოთ, მზად არიან თუ არა ისინი ამისთვის.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი უნარებისა და დამატებითი სპეციალობის დასაუფლებლად. შეიძლება საკუთარ თავში ადრე უცნობი ნიჭი და მისი გამოყენების გზა აღმოაჩინოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. გამონახეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის და ეცადეთ, სახლში ინტერიერი განაახლოთ. საღამოს არაფორმალურ გარემოში, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნათელი ემოციები და პოზიტიური ცვლილებები გელით. გირჩევთ, მთელი ყურადღება დიდი ხნის წინ, სამომავლოდ გადადებულ საკითხებზე გადაიტანოთ. ეცადეთ, თქვენს ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ და თქვენი ძველი გეგმები განახორციელოთ. საქმიანი მოგზაურობა სასარგებლო გამოცდილებას მოგიტანთ და შეიძლება ფინანსურადაც მოგებიანი იყოს. თქვენს პირადს ან ოჯახური საქმეებში არავინ ჩაახედოთ, თორემ შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

თხის რქა

სიმტკიცე, მონდომება და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კოლეგებისა და პარტნიორების მიმართ კეთილგანწყობა და პატივისცემა გუნდში თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ, რომლებიც ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაგიზიარებენ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. წინდახედულობა გამოიჩინეთ და სამუშაო დღე წინასწარ დაგეგმეთ, რათა მეტის გაკეთება შეძლოთ. სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა ოჯახური კავშირის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

იმის დასრულება, რაც გუშინ ვერ შეძელით, დღეს უფრო ადვილი იქნება. აქტიურობა და შრომისმოყვარეობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ისეთ საკითხებით დაინტერესდეთ, რომლებიც არასოდეს გაინტერესებდათ და ისეთ პროექტებზე დაიწყოთ მუშაობა, რომლებსაც ყოველთვის თავს არიდებდით. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები. გირჩევთ, პარტნიორის აზრს პატივი სცეთ და საყვარელ ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე არ მოახვიოთ, მაშინ ოჯახურ ბედნიერებაში ხელს ვერაფერი შეგიშლით.

თევზები

წარმატებული დღეა, რომელიც საყვარელი საქმის კეთების საშუალებას მოგცემთ. თუ გულწრფელად ხართ დაინტერესებული შედეგით, მაშინ იღბალი თქვენ მხარეს იქნება. არახელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის მოსაძებნად - ეს საქმე რამდენიმე დღით უნდა გადადოთ. სასიყვარულო ურთიერთობა გაძლიერდება და ახალ ეტაპზე გადავა. ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით შეიძლება მოულოდნელი სიახლეები გაიგოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge