დღის ჰოროსკოპი

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 კვი. 1 იანვარი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ვარსკვლავები ფინანსურ ოპერაციებში მხარდაჭერას გპირდებიან. შესანიშნავი დღეა ფინანსური მენეჯმენტის მართვისა და კაპიტალის ზრდისთვის. თუ შემოსავლის გაზრდის გეგმა გაქვთ, დროა მისი განხორციელება დაიწყოთ.

კურო

ამ დღეს ლიდერობაში ვერავინ შეგეცილებათ და გარშემო მყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. მეგობრები თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. თუნდაც მარტო იმოქმედოთ, ამ დღეს თქვენი ნებისმიერი პროექტი წარმატებით დასრულდება.

ტყუპები

ტყუპებს ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი ელით! შესაძლოა, ფული იპოვოთ ან ლატარიაში მოიგოთ, დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი ნივთი გაჩუქონ. ბევრნაირი ვარიანტი შეიძლება იყოს, ამიტომ მზად იყავით ბედის ნებისმიერი სიურპრიზისთვის.

კირჩხიბი

მთელი დღე ცდუნებას ებრძვით, რომ ფული უსარგებლო ნივთის შეძენში არ დახარჯოთ ან საეჭვო საქმეში არ დააბანდოთ. ამ ცდუნებას არ დანებდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაღაზიის კაშკაშა ვიტრინებს მოერიდოთ და ტელევიზორი არ ჩართოთ, რათა რეკლამის მსხვერპლად არ იქცეთ.

ლომი

საქმემ, რომელსაც დიდი დრო და ძალისხმევა მიუძღვენით, შეიძლება სასიამოვნო ნაყოფი გამოიღოს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური შემოსავალი, ბონუსი, დამსახურების აღიარება ან უბრალოდ სასიამოვნო სიურპრიზი. კარგია, რომ წარმატების შემდეგ, მოდუნების ნაცვლად, უფრო აქტიურად მოქმედებას გადაწყვეტთ, რადგან ერთია მიზნის დანახვა და მეორეა მასთან დაახლოება.

ქალწული

ენერგია, რომელსაც ეს დღე გჩუქნით, სრულიად საკმარისია როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი კავშირების დასამყარებლად. რაც შეეხება ძველ ურთიერთობებს, აქ საქმე პირიქითაა - ფეთქებადი ხასიათისა და უხეშობის გამო შეიძლება საუკეთესო მეგობართანაც კი იჩხუბოთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ადამიანებს უმიზეზოდ გული არ ატკინოთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება თქვენში ეჭვიანობამ გაიღვიძოს! მეგობრები, ნათესავები, კოლეგები - სასწორის აუხსნელი ეჭვიანობის ობიექტად შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იქცეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობის გარკვევის ცდუნებას არ აჰყვეთ - ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მეგობრების მეგობრები სულაც არ არიან თქვენი კონკურენტები და მათ შეუძლიათ თქვენც დაგიმეგობრდნენ.

მორიელი

გამორიცხული არ არის, რომ ვინმესთან შეჯიბრება მოგინდეთ. ჯანსაღმა აზარტმა შეიძლება თქვენში ნებისმიერი გრძნობა გააღვივოს. ეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, რათა კონკურენცია საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მცდელობად არ იქცეს.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება ისეთი რამ შეძლოთ, რასაც ერთი თვის ან თუნდაც ერთი კვირის წინ ვერ წარმოიდგენდით! ზუსტად იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ცდილობთ, სხვებსაც უკარნახოთ როგორ იმოქმედონ. საეჭვოა, ეს ვინმეს მოსწონდეს, ამიტომ მზად იყავით მცირე პროტესტისთვის.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიითა და თავდაჯერებით სავსე ხართ! სიტუაცია გაიძულებთ, რომ დროდადრო ყურადღების ცენტრში იყოთ. თქვენ არა მარტო საკუთარ მოვალეობებთან გამკლავებას, არამედ თავის გამოჩენასაც შეძლებთ. მზად იყავით, რომ თქვენმა ამბიციურობამ შეიძლება გარშემო მყოფთა დაუფარავი შური გამოიწვიოს.

მერწყული

ამ დღეს მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, ახლობელ ადამიანებსა და ოჯახს რა სარგებელი მოუტანოთ. შესაძლოა, სახლში რემონტი დაიწყოთ ან ავეჯი შეიძინოთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი ნაბიჯი წარმატებული იქნება. მთავარია, საკუთარი ცხოვრება სხვის ცხოვრებას არ შეადაროთ, თორემ შეიძლება განწყობა დიდი ხნით გაიფუჭოთ.

თევზები

ამ დღეს მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით! ვარსკვლავები ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებენ, როგორიცაა ენერგიულობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და მახვილი გონება. სიტუაციამ შეიძლება თქვენი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ყოფნა მოითხოვოს! ერთ-ერთგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge