დღის ჰოროსკოპი

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:34 კვი. 1 სექტემბერი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. თუ მეტად მოინდომებთ, ადრე თუ გვიან სასურველ შედეგს მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები მოთოკოთ და სულელური მიზეზის გამო საყვარელ ადამიანს არ აწყენინოთ. ძილის წინ სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც ბევრს ისწავლით.

კურო

თავდაჯერება დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. მცირე პრობლემების ნუ შეგეშინდებათ, ისინი მიზნის მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. თუ ცდილობთ, ახლობელ ადამიანთან რთული საუბარი თავიდან აიცილოთ, იცოდეთ, ეს არასწორი სტრატეგიაა - ახლა თქვენ სიტუაციის გააზრება გჭირდებათ, რომ ამ საკითხებს აღარასოდეს დაუბრუნდეთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.

ტყუპი

საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობის გაუმჯობესებაში და სადავო საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ინტიმურ საკითხებზე საუბრისა და შინაგანი აზრების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დაუგეგმავი ხარჯებისთვის მოემზადოთ. ზოგ ტყუპს გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმის მიტოვება მოუწევს. არ ინერვიულოთ. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, მით უკეთესია.

კირჩხიბი

ეცადეთ, საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და უმცირესი პრობლემაც კი დროულად მოაგვაროთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვან პროექტში წარმატებას მიაღწიოთ და პოზიცია გაიძლიეროთ. თუ რამე გაწუხებთ, ნეგატივს საკუთარ თავში ნუ დააგროვებთ, მეგობრებს ესაუბრეთ და სადავო საკითხები გაარკვიეთ. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდია.

ლომი

ძველი პრობლემები და გადაუჭრელი საკითხები გამუდმებით თავს გახსენებენ და ახალ საკითხებზე ფოკუსირებაში ხელს გიშლიან. თუ გამკლავებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ ეს თემები სამუდამოდ დაივიწყოთ, რათა ყურადღება აღარ გაგეფანტოთ. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის ძველ მეგობრებს მიმართეთ. თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ თავბრუდამხვევი ისტორიები გელით.

ქალწული

მოემზადეთ უცნაური ან მოულოდნელი სიტუაციისთვის, რომელიც განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამ დღეს შეგიძლიათ თამამად დაეთანხმოთ სარისკო შეთავაზებებს, ახალი გამოცდილება შეიძინოთ და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ. ზოგი მათგანი მალე თქვენი ერთგული მოკავშირე ან ახლო მეგობარი გახდება. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანი დაგეხმარებათ, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის.

სასწორი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მალე კომფორტის ზონის დატოვება და უსიამოვნო სიტუაციებთან შეჯახება მოგიწევთ. ზოგი რთული და უსიამოვნო კითხვა თქვენს ცხოვრებაში ისევ დაბრუნდება, თუმცა ადრე თუ გვიან მათთან გამკლავებას შეძლებთ. ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად იმ საქმეებთან გამკლავება გაგიჭირდებათ, რომლებიც სხვა ადამიანების ჩართვას მოითხოვს. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული დაზოგოთ და დიდი შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს ზოგიერთ მნიშვნელოვან და რთულ საკითხში პროგრესის მიღწევას შეძლებთ. სასიამოვნო დასვენება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

თხის რქა

პატიოსნება და გულწრფელობა წარმატებას მოგიტანთ. უსიამოვნო კითხვების დასმა ან საკუთარი აზრის გამოხატვა ნუ შეგეშინდებათ. თუ კონკურენტების ჩამოცილება გსურთ, უფრო თამამად უნდა იმოქმედოთ და პრინციპულ საკითხებში სიმტკიცე გამოიჩინოთ. უცნაურია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არასოდეს მოგწონდათ, თქვენი მხარდამჭერები გახდებიან. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მერწყული

ყურადღებით უსმინეთ გვერდით მყოფთა საუბრებს და შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანზე შეხედულება შეგეცვალოთ. ფინანსურ ოპერაციებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ.

თევზები

ინტუიცია დაგეხმარებათ, რთული სიტუაციები თავიდან აიცილოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებას წარსულიდან ზოგი ადამიანი ან მოვლენა დაუბრუნდეს. ვარსკვლავები გვირჩევენ, არ გაიმეოროთ ძველი შეცდომები და გახსოვდეთ სამწუხარო გამოცდილება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სამუშაოსთან, კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge