14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:00 პარ. 13 სექტემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სავარაუდოდ, მეგობრებისგან ფინანსურ შეთავაზებას მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს ფულის გამომუშავების შესაძლებლობა ან სესხის მოთხოვნა თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, ამ წინადადებაზე კარგად უნდა დაფიქრდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ეცადეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული - ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ.
კურო
ეცადეთ, თქვენ სამუშაო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. ამაში პრობლემების გადაჭრის ახლებური ხედვა დაგეხმარებათ. მეგობრების გულისხმიერი დამოკიდებულება ძალიან გაგახარებთ. გირჩევთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ - გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.
ტყუპები
ეს დღე აქტიური, ინტელექტუალური საქმიანობისა და სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ. ახალი გამოცდილების მისაღებად შესაფერისი დროა. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე მოგზაურობა ან შემეცნებითი საქმიანობა. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რომ ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.
კირჩხიბი
ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, სახლში ცვლილებები განახორციელოთ. ეს შეიძლება ინტერიერის შეცვლა ან სახლის უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება იყოს. გამორიცხული არ არის, რომ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც უსიამოვნო და მოსაბეზრებელი გახდა. ამ დღეს იპოვით გზას, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ და იმ ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ლომი
ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობა განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ამ მხრივ გარკვეული სიურპრიზები გელით. არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ ატყუებთ და ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. ადრე თუ გვიან ეს წარმატებას მოგიტანთ. მშვენიერი დღეა სასიყვარულო პაემნებისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.
ქალწული
გირჩევთ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, როგორც სახლში, ისე სამსახურში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულეთ და დაისვენეთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ დახმარებას ახლობლებსა და კოლეგებს სთხოვთ. სახლისთვის შეიძლება დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
სასწორი
მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ლამაზ ადგილზე წახვიდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ეს განწყობას აამაღლებს და თქვენს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს. საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა მოგიწევთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. შესაძლოა, რჩევამ, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, ცხოვრება გაგიადვილოთ. თანამოსაუბრის განწყობას ადვილად ხვდებით და საერთო ენას არაკეთილგანწყობილ ადამიანებთანაც კი ადვილად პოულობთ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.
მშვილდოსანი
აქტიური და ნაყოფიერი დღეა. ხელსაყრელია ინტელექტუალური საქმიანობა, დისკუსიებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რადგან პროცესი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.
თხის რქა
თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი შემოსავლის ახალ წყაროს იპოვის. ეცადეთ ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.
მერწყული
დროა საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყოთ. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, გარდერობზე, ჯანმრთელობაზე. გააკეთე ის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ სამომავლოდ ინახავდით. ბოლოს და ბოლოს, ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ხელსაყრელი დროა სამსახურში ინიციატივების გამოჩენისა და ლიდერის თვისებების დემონსტრირებისთვის.
თევზები
ეს დღე მუშაობისთვის არის ხელსაყრელი, თუმცა მუშაობისთვის განწყობილი საერთოდ არ ხართ. შეიძლება ვიღაცის სატელეფონო ზარმა ან რაღაც სიახლემ ძალიან გაგაოცოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან