დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:20 კვი. 15 სექტემბერი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება - ვიღაც შეცდომებზე მიგითითებთ, ვიღაც კი სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები ბიზნესში.

კურო

ამ დღეს დამატებითი მოვალეობების აღებას უნდა მოერიდოთ. მნიშვნელოვან საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ და ცდილობთ, წვრილმანი საქმეები დაასრულოთ. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ტყუპები

ეცადეთ ადრე გაიღვიძოთ, რომ დღის პირველ ნახევარში რაც შეიძლება მეტის გაკეთება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეხვედრები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დილით დანიშნოთ. ადამიანების დარწმუნება არასოდეს გიჭირდათ, ამიტომ საკუთარი იდეებით გარშემო მყოფთა მოხიბვლას ადვილად შეძლებთ. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ.

კირჩხიბი

პრობლემების გადაჭრისთვის არახელსაყრელი დღეა. თუ სირთულეები წარმოიქმნა, გირჩევთ მათი მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს შეხვდებით, შეიძლება თქვენი მოკავშირე ან მეგობარი გახდეს. ეცადეთ გადაწყვეტილებები რაციონალურად მიიღოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას თქვენთვის სასარგებლოდ იყენებთ.

ლომი

მშვენიერი დღეა ურთიერთობისა და გულახდილი საუბრებისთვის. ეცადეთ, საუბრისთვის საინტერესო თემები შეარჩიოთ, რათა თანამოსაუბრის გული მოიგოთ. თუ რჩევას გაითვალისწინებთ, ახალ მეგობრებს ან მომავალი პროექტებისთვის პერსპექტიულ ბიზნესპარტნიორებს შეიძენთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

ქალწული

ღრუბლებში დაფრინავთ და ხშირად სასურველს რეალობად მიიჩნევთ. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, მიწაზე უნდა დაეშვათ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. კარგი იქნება, თუ აქტიურობას შეამცირებთ და მენეჯმენტს თვალში არ მოხვდებით. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რომ ვინმეს უნებურად ფული არ ატკინოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთულ სიტუაციაში წარსული გამოცდილება გაიხსენოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რათა შეცდომა თავიდან აიცილოთ. სასურველია მუშაობის შემდეგ დრო ხმაურიან ადგილზე, დიდ და ხალისიან კამპანიაში გაატაროთ. ამ დღეს ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება.

მორიელი

შესაძლოა, წარსულის რომელიღაც პრობლემამ თავი შეგახსენოთ. გირჩევთ, ძველი გამოცდილება გაიხსენოთ და პრობლემას კარგად გამოცდილი ხერხით გაუმკლავდეთ. ძველი კავშირები შეიძლება მნიშვნელოვან საქმეში გამოგადგეთ. სასურველია, საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ - ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

მშვილდოსანი

ამ დღეს ადამიანებს ერთი შეხედვით ხიბლავთ. ეცადეთ, ხელსაყრელი დროით ისარგებლოთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ. შესაძლებლობა გაქვთ, პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. მარტოხელა მშვილდოსნები შეიძლება ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდნენ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყონ.

თხის რქა

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და ეს დღე საკუთარ თავზე ზრუნვის დღედ გამოაცხადოთ. შეიძინეთ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ ან საყვარელ რესტორანში წადით. ახალ ნაცნობებზე ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რომ მზად არიან, თქვენს ნებისმიერ იდეას მხარი დაუჭირონ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და მათ ფარულ სურვილებსა და მოლოდინებს უსიტყვოდ ხვდებით. მშვენიერი დროა ახალი კავშირების დამყარების, საქმიანი ნაცნობობისა და შეხვედრებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და აღადგინოთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ.

თევზები

ამ დღეს ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს, ამიტომ სიტყვაზე ნურავის ენდობით. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას და უთანხმოების დროს ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge