25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
23:41 ორშ. 24 მარტი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საკმაოდ წინააღმდეგობრივი დღეა. შეიძლება, სამსახურში ხელმძღვანელობისგან ქება და რისხვა ერთდროულად დაიმსახუროთ. უმჯობესია, ცოტა ხნით თვალს მიეფაროთ და მაშინ გამოჩნდით, როცა ემოციები ცოტა დაცხრება.
რჩევა: ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობის აღსადგენად – ეცადეთ, ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროთ და ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ.
კურო
ხელსაყრელი დროა, რომ კოლეგებთან ურთიერთობა უფრო განამტკიცოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ არა მარტო პროფესიული ამოცანები გადაჭრათ, არამედ კოლეგებს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაშიც დაეხმაროთ. მათი რჩევები ძალიან სასარგებლო იქნება და შესაძლოა, ზოგიერთთან ოჯახებით მეგობრობაც დაიწყოთ.
რჩევა: მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ.
ტყუპები
უმჯობესია მასშტაბური პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ, ახლა კი მთელი ძალა ოჯახური კონფლიქტების მოგვარებას დაუთმოთ. ახლო მომავალში ნათესავებთან დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდება, ამიტომ პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყეთ და ოჯახზე იზრუნეთ.
რჩევა: გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ.
კირჩხიბი
ვინც სამსახურში შედეგისთვის მუშაობს და არა დროის გასაყვანად, წარმატებას მიაღწევს. რთული ამოცანების მოგვარებას დილიდან შეძლებთ, ხოლო დღის მეორე ნახევარს უახლოესი დღების დაგეგმვას დაუთმობთ. განსაკუთრებით შრომისმოყვარე კირჩხიბებს სამშაბათი ფინანსურ სარგებელსაც მოუტანს.
რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ და გამოცდილი ადამიანების რჩევას დაეყრდნოთ.
ლომი
ბედისწერა შანსს გაძლევთ, რომ თქვენი საუკეთესო უნარები გამოავლინოთ. ყურადღება მიაქციეთ იმ თემებს, რომლებიც რთულად დასაძლევი გეჩვენებათ — სამშაბათს ამ საკითხების საბოლოოდ მოგვარებას შეძლებთ. ეს დღე საინტერესო იქნება, თუმცა მარტივი არა.
რჩევა: ხელსაყრელი დღეა პირადი და საქმიანი კავშირების დამყარებისთვის, ასევე არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.
ქალწული
თუ გარშემომყოფებთან პრობლემებზე გულწრფელად ისაუბრებთ, სამშაბათიც და მთელი კვირაც იოლად და მშვიდად ჩაივლის. ისე კი, უნდა ითქვას, რომ გულწრფელობისთვის ჯერ მზად არ ხართ — საიდუმლოს და ინტრიგის შენარჩუნება უფრო მოგწონთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს ტაქტიკა უკვე აღარ მუშაობს.
რჩევა: ყველა საქმის ერთდროულად კეთებას სჯობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.
სასწორი
დროა, იმ საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ, რომლებსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ. ახალი პროექტებისთვის ჯერ მზად არ ხართ — სჯობს სერიოზული და შრომატევადი სამუშაოსთვის წინასწარ მოემზადოთ. განსაკუთრებული ყურადღება ახლობლებს მიაქციეთ — ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
რჩევა: კოლეგის რჩევები დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
მორიელი
სამსახურში განსაკუთრებული არაფერი მოხდება, მაგრამ ახალი შენაძენი დადებით ემოციებს მოგიტანთ. ამჟამად არაფრის ყიდვას არ გეგმავთ, მაგრამ სამშაბათს ვითარება შეიცვლება! ეს იქნება მომგებიანი შენაძენი, რომელიც დიდხანს გაგახარებთ.
რჩევა: გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.
მშვილდოსანი
ძალიან აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. სახლშიც და სამსახურშიც უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ დასვენებისთვის რამდენიმე წუთი გამონახოთ. თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ სხვებს უფრო ენდობით, ვიდრე საკუთარ ინტუიციას. თქვენი მორიგი შეცდომები სწორედ ამ მთავარი შეცდომისგან გამომდინარეობს.
რჩევა: ფრთხილად იყავით, რომ არაკეთილგანწყობილმა ადამიანმა საკუთარი მიზნებისთვის არ გამოგიყენოთ.
თხის რქა
არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც გარშემომყოფები გაწვდიან. საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი გარშემო ცვლილებებს ვერ ამჩნევთ, რაც თქვენი მუშაობის შედეგზე უარყოფითად აისახება. ამიტომ კოლეგებს და ხელმძღვანელებს უფრო ყურადღებით უნდა უსმინოთ.
რჩევა: სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს, ამიტომ აუჩქარებლად იმოქმედეთ და ემოციურ გადაწყვეტილებებს ერიდეთ - ამით შეიძლება მტრები შეიძინოთ.
მერწყული
ემოციურად დატვირთული დღეა, რომელიც ახალ შეგრძნებებს და უჩვეულო შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება არ იჩქაროთ და ჯერჯერობით რუტინული საქმეები დაასრულოთ. თუ კოლეგებთან ან უფროსობასთან რაიმეს განხილვა გჭირდებათ, სასურველია, რომ ეს არაოფიციალურ გარემოში გააკეთოთ.
რჩევა: ემოციები აკონტროლეთ, თორემ კოლეგებთან კონფლიქტებს თავიდან ვერ აიცილებთ. ზოგადად, უმჯობესია, ურთიერთობა შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ.
თევზები
ამ დღეს ასი თვალი და ყური უნდა გამოისხათ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არახელსაყრელი დროა. აჩქარება, შეცდომების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ყოველი ნაბიჯი საგულდაგულოდ უნდა დაგეგმოთ და ოჯახის წევრებთან შეათანხმოთ. ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, სწორი დასკვნა გამოიტანოთ, სიფრთხილე და წინდახედულობა კი შეცდომებისგან დაგიცავთ.
რჩევა: ენდეთ საკუთარ ინტუიციას - დღეს ის არ გიღალატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან