დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:00 პარ. 28 მარტი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ახალი პროექტების დაწყება არ ღირს, უმჯობესია, დაგროვილი საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, პროფესიული გეგმების გადახედვა ან სამუშაო პროცესში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. დღეს შეცდომების გამოსწორებისთვის იდეალური დროა. გამოცდილ კოლეგებთან საუბარი დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია სხვა კუთხიდან დაინახოთ.

რჩევა: სანამ ახალ საქმეებს დაიწყებთ, ძველები დაასრულეთ. თანმიმდევრულობა და დისციპლინა მომავალში შეცდომებისგან დაგიცავთ.

კურო

ამ დღეს კუროებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვნენ. თუ ურთიერთობებში ბევრი კითხვა დაგროვდა, სასურველია ისინი პარტნიორთან, მშვიდად და კონფლიქტის გარეშე განიხილოთ. ეს დღე თავდაჯერებას მოგანიჭებთ. შანსი გექნებათ, რომ ძველი კავშირები გადააფასოთ და თქვენ ცხოვრების გარკვეული ეტაპი საბოლოოდ დაასრულოთ.

რჩევა: ეცადეთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და ძველი წყენა დაივიწყოთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, რომ ემოციური ბალანსი აღიდგინოთ.

ტყუპები

ამ დღეს ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. უმჯობესია, დიდი ხარჯებისა და საეჭვო ინვესტიციებისგან თავი შეიკავოთ. ეს დღე ბიუჯეტის ანალიზისა და ფინანსური მიზნების გადახედვისთვის ხელსაყრელია. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვენით მანიპულირება სცადოს ან გაუთავებელი თხოვნებით დაგღალოთ.

რჩევა: მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ფინანსურ გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ. სჯობს ინფორმაცია კარგად შეისწავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შესაძლოა, ფიზიკური ან ემოციური დაღლილობა იგრძნოთ. ეს შეიძლება დაგროვილი სტრესისა და შინაგანი დაძაბულობის შედეგი იყოს, რომლისგან დროულად უნდა გათავისუფლდეთ. სასურველის მისაღწევად მზად ხართ, საკუთარი კავშირები, მეგობრების დახმარება და სხვა ბერკეტები გამოიყენოთ. უმჯობესია, ზედმეტ დატვირთვას და სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

რჩევა: გირჩევთ, ტემპი შეანელოთ და საკუთარ ორგანიზმს ყურადღებით მოუსმინოთ. ახლა ძალების აღდგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქტიური მოქმედება.

ლომი

საკუთარი მიღწევების გააზრებისა და შეფასების დროა. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - ჯერ ინფორმაციის დაგროვება და გააზრება სჯობს. თუ ძველი წყენისთვის სამაგიეროს გადახდას არ მოინდომებთ, ეს დღე მშვიდად ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

რჩევა: გირჩევთ, ეს დღე თვითანალიზისთვის გამოიყენოთ. დასკვნები თქვენს მომავალ განვითარებას განსაზღვრავს.

ქალწული

ეს დღე პირადი ურთიერთობების გადაფასების პერიოდია. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ზოგიერთი ურთიერთობა დასრულდა, სხვებს კი მეორე შანსი უნდა მისცეთ. თუ ბოლო დროს კონფლიქტები ან გაუგებრობები გქონდათ, ახლა შერიგებისთვის შესაფერისი დროა. შესაძლებელია, რომ ძველი ნაცნობი თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს, რაც წარსულზე დაგაფიქრებთ. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ.

რჩევა: ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ. სხვისი პატიებით საკუთარ თავსაც საშუალებას მისცემთ, რომ ახალ, უფრო ჰარმონიულ ურთიერთობებს გზა გაუხსნათ.

სასწორი

ამ დღეს სასწორებმა ფინანსურ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. შესაძლოა, გააცნობიეროთ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვაში გარკვეული შეცდომები დაუშვით ან ზედმეტი ხარჯი გქონდათ. გირჩევთ, ანგარიშები გადაამოწმოთ და სამომავლო ფინანსური სტრატეგია განსაზღვროთ. სჯობს, ყველაფერს რაციონალურად მიუდგეთ.

რჩევა: ეცადეთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

თუკი შემოსავლის დამატებითი წყარო გჭირდებათ, რადგან ბოლოდროინდელი ხარჯების დასაფარად თქვენი ამჟამინდელი შემოსავალი საკმარისი არ არის, მალე საშუალება გექნებათ, კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ, რასაც ხელფასის ზრდა მოჰყვება.

რჩევა: დაწყებული საქმეები დროულად დაასრულეთ და ახალ ინიციატივებს ნუ გამოიჩენთ. ახლა მთავარია, რომ მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ თავს დაეყრდნოთ და გარე დახმარებას არ დაელოდოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. უკვე დიდი ხანია, თქვენი სხეული დასვენებას მითხოვს. კარგი დროა, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ.

რჩევა: საკუთარი ცხოვრების წესს გადახედეთ - მცირე ცვლილებებსაც კი შეუძლია დიდი შედეგი მოგიტანოთ.

თხის რქა

პირადი ურთიერთობების გადახედვისა და შეფასების დროა. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან იმ საკითხებზე ისაუბრებთ, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. მარტოხელა თხის რქებმა შეიძლება მოულოდნელად გააცნობიერონ, რომ მათი პრიორიტეტები შეიცვალა. ხელსაყრელი დღეა დიალოგისთვის და ურთიერთობების ანალიზისთვის, მაგრამ ძლიერი ემოციების გამოვლენა არასასურველია.

რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე გულწრფელი საუბრისთვის. თუ შეძლებთ, რომ ძველი წყენა დაივიწყოთ, თქვენი პირადი ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდება.

მერწყული

თუ მოინდომებთ, შეიძლება თქვენი წარმატებული განვითარების გეგმა შეადგინოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენი ენერგია პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიმართოთ. არ არის გამორიცხული, რომ დღის განმავლობაში გაგიჩნდეთ იდეა, რომელიც მომავალში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

რჩევა: დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. ზოგჯერ ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა დაგეხმარებათ, რომ მომავლის სურათი უფრო კარგად დაინახოთ.

თევზები

ხელსაყრელი დროა, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ, საბუთები მოაწესრიგოთ და შეცდომები აღმოფხვრათ. ზოგი თევზები საოცნებო ნივთის შეძენას შეძლებს, ზოგი კი პირადი ურთიერთობები გაძლიერებას მოახერხებს. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ. ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა.

რჩევა: მოაწესრიგეთ სამუშაო პროცესები და გადაუჭრელი საკითხები არ დატოვოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge