დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 ხუთ. 27 მარტი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს შესაძლოა სასიცოცხლო ენერგიის შემცირება და მსუბუქი აპათია იგრძნოთ, ამიტომ გადაღლას და სტრესს უნდა მოერიდოთ. თუ პრევენციულ ზომებს არ იცავდით, მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ფიზიკური აქტივობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ამ დღეს მცირე ტრავმების რისკი ჩვეულებრივზე მაღალია. შეეცადეთ, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მიჰყვეთ და მძიმე საკვებსა და ალკოჰოლს მოერიდოთ.

რჩევა: ნუ გადაიღლებით, მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება, რომ დაღლილობა არ გაამწვავოთ.

კურო

ეს დღე პირად ცხოვრებაში დაძაბულობას მოიტანს. მოერიდეთ მტკივნეული თემების განხილვას – დიდი შანსია, რომ ემოციები გონიერებაზე ძლიერი აღმოჩნდება და დიალოგი კამათში გადაიზრდება. მარტოხელა კუროებმა შესაძლოა სასიყვარულო მოლოდინებთან დაკავშირებით იმედგაცრუება იგრძნონ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ – ზოგჯერ უმჯობესია უბრალოდ უკეთეს დროს დაელოდოთ. საღამოს ეცადეთ, რომ თქვენს გარშემო კომფორტული გარემო შექმნათ და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდოთ.

რჩევა: უარყოფით ინფორმაციას და ემოციებს ერიდეთ. თუ გაღიზიანებას გრძნობთ, ეცადეთ საყვარელი საქმით დაკავდეთ.

ტყუპები

ამ დღეს ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოსალოდნელია მცირე დანაკარგები, თაღლითობა ან გამოთვლებში დაშვებული შეცდომები. არახელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისა და გარიგებების დასადებად. ასევე, ფინანსურ თემებზე უცხო ადამიანებთან საუბარს მოერიდეთ.

რჩევა: ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ნუ გარისკავთ და ნუ ენდობით მათ, ვინც სწრაფ მოგებას გპირდებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, პროფესიულ საქმიანობაში მცირე პრობლემებს წააწყდეთ. მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ – გადაჭარბებულ ემოციებს შეიძლება კონფლიქტები მოჰყვეს. ამ დღეს სასურველია, რომ მხოლოდ აუცილებელი საქმეები აკეთოთ და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. დღის განმავლობაში შესაძლოა აპათიის შეგრძნება გაგიჩნდეთ, მაგრამ ამის გამო თავს ნუ გაკიცხავთ – ზოგჯერ შესვენების აღება აუცილებელია.

რჩევა: ყურადღება მთავარ ამოცანებზე გაამახვილეთ, ხოლო რთული საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა.

ლომი

ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოსალოდნელია თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. თუ დაღლილობას გრძნობთ, მუშაობა შეწყვიტეთ და ორგანიზმს დასვენების საშუალება მიეცით. ტრავმის რისკი მომატებულია, ამიტომ ტრანსპორტის მართვისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. აქტიური ვარჯიშისთვის არახელსაყრელი დღეა, თუმცა სეირნობა ან დამამშვიდებელი მასაჟი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რჩევა: სამსახურში ნუ გადაიღლებით. თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, უბრალოდ დაისვენეთ.

ქალწული

ამ დღემ შეიძლება თქვენს მოთმინებას გამოცდა მოუწყოს. ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა და იმის განცდა, რომ თქვენი არ ესმით. სერიოზული საუბრისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ პრობლემების განხილვა სამომავლოდ უნდა გადაიტანოთ. შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ და ყურადღება სასიამოვნო საქმიანობაზე გადაიტანოთ.

რჩევა: მოერიდეთ კონფლიქტებსა და ემოციურ გადატვირთვას. ახლა მთავარია შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნება შეძლოთ.

სასწორი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გამორიცხული არ არის, რომ გამოთვლებში შეცდომა დაუშვათ ან ძველი ვალი შეგახსენონ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვას – სავარაუდოდ, უხარისხო პროდუქტს შეიძენთ ან ზედმეტ თანხას გადაიხდით. ფრთხილად უნდა იყოთ საქმიან ქაღალდებთან და ფინანსურ ავანტიურებს მოერიდეთ.

რჩევა: არ ენდოთ მარტივ შემოსავლის დაპირებებს. ამ დღეს უმჯობესია, სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

მორიელი

ეს დღე პროფესიულ სფეროში შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მოსალოდნელია საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები ან მოულოდნელი დავალებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაჭრათ. გირჩევთ კოლეგებთან კონფლიქტს მოერიდოთ, თუნდაც საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იყოთ. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, გამოცდილ მეთოდზე უფრო წარმატებული იქნება.

რჩევა: წინდახედულობა გამოიჩინთ და უფროსთან დაპირისპირებას მოერიდეთ. დღეს მოთმინება და დიპლომატია გადამწყვეტი იქნება.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ემოციურ სტრესს – დღეს თქვენი ნერვული სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ, რომლებთანაც ადრე უკვე ითანამშრომლეთ. ახლა არახელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად.

რჩევა: მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და სისუსტის ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ. მიეცით თავს დასვენების უფლება.

თხის რქა

თხის რქებისთვის პირად ცხოვრებაში ემოციურად რთული ატმოსფერო შეიქმნება. შესაძლოა, პარტნიორის ქცევა გაღიზიანებთ ან თქვენს შორის უთანხმოება უმიზეზოდ იზრდება. ეცადეთ, შექმნილი სიტუაციის გააზრება და სწორი დასკვების გამოტანა შეძლოთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ.

რჩევა: ნუ აჰყვებით ემოციებს და ეცადეთ, სიტუაციას უფრო ობიექტურად შეხედოთ.

თხის რქა

რთული პროექტის დასრულების შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ ისეთი რამე აკეთეთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ - შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ. პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, ამიტომ ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ. მარტოხელა თხის რქებს საინტერესო ნაცნობობა ელით.

რჩევა: ნეგატიურ ემოციებს ნუ აჰყვებით. სჯობს, ყურადღება სასიამოვნო სიახლეებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ.

მერწყული

მოულოდნელი ხარჯები გელით, რომლებიც ყოველდღიურ საჭიროებებს ან გადასახადებთან იქნება დაკავშირებული. არასასურველია ფულის სესხება ან ფინანსური საკითხების განხილვა უცხო ადამიანებთან, რადგან მაღალია მოტყუების რისკი. გირჩევთ სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს.

რჩევა: სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში და ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს.

თევზები

ეს დღე პროფესიულ სფეროში სირთულეებს უკავშირდება. მოსალოდნელია შეფერხებები, უფროსების მხრიდან უკმაყოფილება ან დაღლილობის შეგრძნება. თუ დისკუსიებში მონაწილეობას გეგმავთ, ეცადეთ საკუთარი მოსაზრებები თავზე არავის მოახვიოთ და ოპონენტები ძალიან მკაცრად არ გააკრიტიკოთ.

რჩევა: ამ დღეს ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და მენეჯმენტის მოწონება დაიმსახუროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge