დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 სამ. 25 იანვარი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის შესაფერისი არაა - მშობლები აზრს მაინც არ შეიცვლიან და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება, დიდი ფინანსური ზარალი მოჰყვეს. იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო ტრავმის და საგზაო შემთხვევების რისკი. მცირე უსიამოვნებების მიუხედავად, ამ დღეს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

კურო

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ.

ტყუპები

სერიოზული მუშაობისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება, თუმცა სწრაფი რეაქციის დახმარებით, პრობლემას მალე მოაგვარებთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ, დროა, შერიგებაზე იფიქროთ და სტუმრად მოიწვიოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

ეს დღე საქმიანი შეხვედრებისთვის არახელსაყრელია. მამაკაცები რაინდული საქმეებით ახლობელ ადამიანებს გააოცებენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ.

ლომი

ყველა თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, რამე გადაწყვეტილების მიღებამდე ყურადღებით შეისწავლოთ სიტუაცია. სასურველია, ამ დღეს მენიუდან გამორიცხოთ მარილიანი და ცხარე საკვები. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ქალწული

ამ დღეს უფროს ადამიანებთან კამათი გელით, მაგრამ იმედია, კომპრომისის პოვნას შეძლებთ. სავარაუდოდ, სახლში ბევრი გადაუდებელი საქმე გელით. ეცადეთ, კრედიტი დროულად დაფაროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. ნუ გამოიჩენთ უმადურობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც რთულ დროს არ მიგატოვათ.

სასწორი

საუკეთესო დღეა მივლინებებისა და მოლაპარაკებებისთვის. გადაუდებელი საქმე თქვენგან მაქსიმალურ სიმშვიდეს და კონცენტრაციას მოითხოვს. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან - ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

მორიელი

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ, მაგრამ დიდი ხანია, არ გინახავთ. მეგობრის რჩევა რთული სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, მოდუნდეთ და დაისვენოთ, რადგან აქტიური ქმედებებისთვის არახელსაყრელი დღეა - წარმატებას ნუ ელოდებით. თავი შეიკავეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანისგან. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა - ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.

თხის რქა

თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა სამსახურში შექმნილი გაუგებრობის აღმოფხვრას დაეხმარება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ელის - შესაძლოა, ერთ-ერთმა თქვენგანმა განშორება გადაწყვიტოს. სამსახურში თქვენი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩება და შესაძლოა, ფულადი პრემიაც დაიმსახუროთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ შესაძლებელია, მივლინება რამდენიმე დღით გადადეთ. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება. ფინანსურ საკითხებში ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

თევზები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, რამე გადაწყვეტილების მიღებამდე ყურადღებით შეისწავლოთ სიტუაცია. სასურველია, ამ დღეს მენიუდან გამორიცხოთ მარილიანი და ცხარე საკვები. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge