დღის ჰოროსკოპი

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:45 ორშ. 3 მაისი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა ან პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ძვირფასი ადამიანთან მიმართ დაუფიქრებელ მოქმედებას შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს.

კურო

მიტევებისა და მონანიების დღეა, ტანჯვის, კონფლიქტებისა და გარშემომყოფებთან დაპირისპირების გზით სულიერი განწმენდის დღე. გარკვეულმა უყურადღებობამ და დაბნეულობამ შეიძლება, შეცდომები გამოიწვიოს. თუ საშუალება გაქვთ, საქმე სხვა დღისთვის გადადეთ და ეს დღე სპორტს, სეირნობას და კითხვას დაუთმეთ.

ტყუპები

სასიცოცხლო პოტენციალი უკიდურესად დაბალია, ამიტომ მოერიდეთ პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობას. ასევე, თავი შეიკავეთ კომერციული ან შემოქმედებითი საქმიანობისგან. მოსალოდნელია შეცდომები მუშაობისა და ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაგეგმვის, დასვენებისა და გართობისთვის.

კირჩხიბი

თქვენი გეგმები შეიძლება, შეიცვალოს. მოსალოდნელია, ჩანაფიქრის განხორციელებაში გაგიმართლოთ. ვარსკვლავები წარმოუდგენელ შეთავაზებას გიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გაითვალისწინოთ.

ლომი

რთული დღეა, რომელმაც შეიძლება, პირად ცხოვრებაში არასასურველი შედეგები მოგიტანოთ. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, ყურადღება პოზიტიურ აზრებზე გაამახვილოთ და სიამაყე და ეჭვიანობა დაივიწყოთ. ნუ ეცდებით საკუთარი შეცდომების პარტნიორზე გადაბრალებას. დღის მეორე ნახევარში ყველა პრობლემა ბავშვებს და პირად ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლებელია, სიახლეებმა თქვენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გამოიწვიოს. არ გამოტოვოთ საკუთარი შანსი.

ქალწული

გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ეცადეთ სიბრძნე და გამძლეობა გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი გზაა, რომ ძვირფას ადამიანთან დაკავშირებით დაუფიქრებელი მოქმედებები თავიდან აიცილოთ. გაატარეთ დრო მშვიდ, ოჯახურ გარემოში. ბუნებაში დასვენება ძალების აღდგენში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს და ალკოჰოლს.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, გაძლიერდება წინა დღეების უარყოფითი ტენდენციები, ხოლო, მეორე მხრივ, გაჩნდება სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა. წარმატების მთავარი პირობაა ყურადღება და სწრაფი რეაქცია, ასევე თანდაყოლილი ტაქტი და და დელიკატურობა. შეიძლება გაიგოთ ამბავი, რომლისთვისაც მზად არ ხართ.

მორიელი

შესაფერისი დღეა სუფთა ჰაერზე გასეირნების, მოგზაურობის და ახალი ადამიანების გაცნობისთვის. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული ახლო ნათესავებთან ან ოჯახის წევრებთან კონფლიქტი. სავარაუდოდ, მცირე სტრესის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ეცადეთ, დროებით პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა ან გავლენიანი ადამიანების მფარველობა საქმის შესრულებაზე სასიკეთოდ აისახება. სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება გელით. არ არის გამორიცხული ახალი ნაცნობობა ან ძველ თაყვანისმცემელთან მოულოდნელი შეხვედრა. ხელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის.

თხის რქა

შემეცნებითი დღეა. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი ძველი საქმეების მოსაგვარებლად. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში იპოვოთ კომპრომისი თქვენს სურვილებსა და თქვენს ვალდებულებებს შორის. თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.

მერწყული

მერკურის რეგრესული მოძრაობა პროფესიული საქმიანობის სფეროში ფინანსური ზარალის ან წარუმატებლობის ალბათობაზე მიუთითებს. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. სასურველია განმარტოება და წარსულის შეფასება. ამ დღეს მხოლოდ ყველაზე გადაუდებელი საქმეებით უნდა დაკავდეთ.

თევზები

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი შეიძლება ნაცრისფერი და უსიხარულო აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, საღამოსთვის სიტუაცია შეიცვლება. რისკის არ უნდა შეგეშინდეთ. ამ დღის მოვლენა დიდი ხნის მანძილზე დაგამახსოვრდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge